Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

გიორგი არველაძეს უკრაინელი რჩეული ჰყავს - ნახეთ წყვილის რომანტიული ფოტოები

© Photo: Anastasia Zubenko / FBგიორგი არველაძე და ანასტასია ზუბენკო
გიორგი არველაძე და ანასტასია ზუბენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა მაღალჩინოსანმა გიორგი არველაძემ ალინა არველაძესთან დაშორების შემდეგ ახალი სიყვარული იპოვა

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნის გიორგი არველაძის პირადი ცხოვრება მუდმივად იყო საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში. ალი­ნა და გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძე­ებ­მა ერ­თმა­ნე­თი წლე­ბის წინ უკ­რა­ი­ნა­ში გა­იც­ნეს.

გი­ორ­გი მა­შინ უკვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სი იყო, საყ­ვა­რელ ქალს ხელი სთხო­ვა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­იყ­ვა­ნა და უკ­რა­ი­ნე­ლი გო­გო­ნა ქმრის გვარ­ზე გა­და­ვი­და.

ალი­ნა არ­ვე­ლა­ძე „იმედ­ში“ გა­სარ­თობ გა­და­ცე­მებ­ზეც მუ­შა­ობ­და, ის „თბი­ლი­სი ლა­ი­ვის“ პრო­დუ­სე­რი გახ­ლდათ და საკ­მა­ოდ ხმა­უ­რი­ან გა­და­ცე­მებ­საც აკე­თებ­და თიკო სა­დუ­ნიშ­ვილ­თან ერ­თად.

გიორგი ალინასთან დიდი ხნის მანძილზე ჰქონდა ბედნიერად ცხოვრობდა, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, არველაძეების წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

უკრაინელი ალინა არველაძე საქართველოში დარჩა და საკუთარი ბიზნესი დაიწყო, ხოლო გიორგი არველაძე ქვეყნიდან წავიდა. ალინას და გიორგის ორი შვილი ჰყავთ. ალინამ გახსნა ძვირფასი და ძვირადღირებული აქსესუარების მაღაზია, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს.

როგორც გაირკვა, გიორგი არველაძემ ახალი სიყვარული იპოვა და ის უკრაინელი ჟურნალისტი ანასტასია ზუბენკოა. ანასტასიას ჟურნალისტის განათლება აქვს, თუმცა ამ პროფესიით არასოდეს უმუშავია. წყვილი დუბაიში ისვენებს. „ჩემი რწმე­ნა და სი­მარ­თლე! ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი ადა­მი­ა­ნი მსოფ­ლი­ო­ში! ჩემი სი­ა­მა­ყე, რომ­ლი­თაც აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ. მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნი! ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ შენი ვარ…” – წერს ანას­ტა­სია გი­ორ­გის­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ზე.

ყველა ახალი ამბავი
0