თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. საქართველოში სომხეთის საელჩოს მონაცემებით, უცნობმა პირებმა საქართველოში, ქვემო ფონიჭალას რაიონში, სომხურ სატვირთო მანქანებს ქვები დაუშინეს, იუწყება Sputnik-სომხეთი.
25 იანვრის ღამით უცნობებმა სომხურ სატვირთოებს ქვები დაუშინეს. ინციდენტი ქვემო ფონიჭალაში მოხდა. შედეგად ზოგიერთ მანქანას საქარე და გვერდითა მინები დაემსხვრა.
უცნობები ადგილიდან მიიმალნენ, სატვირთოები კი საპატრულო პოლიციის თანხლებით საქართველო-სომხეთის საზღვრამდე მივიდნენ და შემდეგ გადაკვეთეს ის.
ინციდენტის გამო საქართველოს პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა 187-ე მუხლით.
შსს-ში არ ახმაურებენ მომხდარის დეტალებს და აცხადებენ, რომ ყველაფერს გამოძიება დაადგენს.