თუ ტრანსპორტი არ ამუშავდა, სამოქალაქო აქტივისტები პერმანენტული აქციებით იმუქრებიან

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაპროტესტო აქცია ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით
საპროტესტო აქცია ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეორე დღეა თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის და კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. თუ 1 თებერვლამდე ქვეყანაში მუშაობას არ განაახლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სამოქალაქო აქტივისტები პროტესტის 24-საათიან რეჟიმზე გადასვლით იმუქრებიან, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი ადგილიდან.

მთავრობას კოვიდშეზღუდვების მოსახსნელად 48 საათი მისცეს: თბილისში პროტესტი გრძელდება >>

თბილისში კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ ერთბაშად ორი საპროტესტო აქცია გაიმართა. პირველი აქცია ლოზუნგით – „ხალხს შია, აღადგინე ტრანსპორტი“ გაიმართა პარლამენტის წინ - ის არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის“ მიერ იყო ორგანიზებული.

„ჩვენ ვაპროტესტებთ შეზღუდვებს. კერძოდ, ტრანსპორტთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა აქციების სერია... ჩვენი მოთხოვნაა, აღდგეს ტრანსპორტი 1 თებერვლამდე. თუ არ დაკმაყოფილდება ეს მოთხოვნა, ვაანონსებთ 24-საათიან აქციებს“, - განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

© Sputnik / Vladimir Umikashviliოპოზიციის აქტივისტებმა კომენდანტის საათის დროს თბილისში აქცია გამართეს
თუ ტრანსპორტი არ ამუშავდა, სამოქალაქო აქტივისტები პერმანენტული აქციებით იმუქრებიან - Sputnik საქართველო
ოპოზიციის აქტივისტებმა კომენდანტის საათის დროს თბილისში აქცია გამართეს

მეორე აქცია მოაწყო ორგანიზაცია „მწვანეებმა“, რომლებიც ასევე მოითხოვენ ტრანსპორტის მუშაობის აღდგენას და კომენდანტის საათის გაუქმებას.

გუშინ მთავრობის ადმინისტრაციის წინ მასშტაბური აქცია ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით გაიმართა. მომიტინგეებმა ხელისუფლებას მისცეს 48 საათი იმისათვის, რათა შეზღუდვების მოხსნის გადავადების შესახებ გადაწყვეტილება გადახედოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პერმანენტული მასშტაბური აქციებით იმუქრებიან. ულტიმატუმის ვადა სამშაბათს იწურება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის გარდა. ამ სამ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება 1 მარტამდე გადაიდო.

ასევე 1 მარტამდე შენარჩუნდა შეზღუდვა ღამის საათებში გადაადგილებაზე - 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე.

ყველა ახალი ამბავი
0