COVID-19 საქართველოში – 25 იანვრის მონაცემები

© photo: Sputnik / Vitaliy Timkiv / გადასვლა მედიაბანკშიტესტირება კორონავირუსზე
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 243.396 ადამიანი, გარდაიცვალა – 3.071, კარანტინის რეჟიმშია 515, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.223 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 402 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 298-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 253.816-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 243.396 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.311), გარდაიცვალა – 3.071 (ბოლო 24 საათში – 16), კარანტინის რეჟიმშია 515, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.223 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 402 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 6.868 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 2.686, PCR ტესტით – 4.182.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0