დააკავეს აქტივისტი, რომელმაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარა

© Sputnik / Seyran Baroyanაქცია ბათუმში
აქცია ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის სიებით მოხვდა, მაგრამ, სხვებისგან განსხვავებით, მანდატზე უარი არ უთქვამს

თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. ბათუმის პოლიციამ დააკავა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ალტერნატივას“ აქტივისტი, 29 წლის ირაკლი ფანგანი, რომელმაც შაბათს გამართულ საპროტესტო აქციაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარა.

დაკავება ორგანიზაციის ოფისში მოხდა. გამოძიება სსკ-ის 239-ე და 156-ე მუხლით დაიწყო, რაც დევნას და ხულიგნობას გულისხმობს.

ნაგვის ურნები ბათუმში - Sputnik საქართველო
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარეს - რა გამოხმაურება მოჰყვა ინციდენტს

შაბათს ბათუმში აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ ბულვარში 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობას. აქციას შეუერთდა ჩავლეიშვილიც, თუმცა მისმა გამოჩენამ აქტივისტების გაღიაზიანება გამოიწვია.

ირაკლი ჩავლეიშვილი აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის სიებით მოხვდა, მაგრამ, სხვებისგან განსხვავებით, მანდატზე უარი არ უთქვამს.

ის გახდა ერთადერთი ოპოზიციონერი, რომელმაც ბოიკოტის შეწყვეტა და თავისი მანდატის გამოყენება გადაწყვიტა. ამის გამო მას მოუწია „რესპუბლიკური პარტიის“ დატოვება, რომელიც შედიოდა ბლოკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“. ამჟამად ჩავლეიშვილი უმაღლეს საბჭოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით მუშაობს. ოპოზიციამ მისი მოქმედება ამომრჩეველთა ღალატად შეაფასა.

ყველა ახალი ამბავი
0