რა სასარგებლო თვისებები აქვს ბატატს და როგორ მოვამზადოთ მისგან გემრიელი სადილი

CC0 / Pixabay / ბატატი
ბატატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბატატი კარტოფილისებრთა ჯგუფის მცენარეა, თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, მას საერთო არაფერი აქვს კარტოფილთან და მისგან მკვეთრად განსხვავდება.

ბატატი ტკბილია, გამოიყენება სხვადასხვა სახის კერძების მოსამზადებლად, იჭმევა როგორც უმი, ასევე შემწვარი, მოხარშული და გამომცხვარიც კი.

რეალურად რით განსხვავდება ბატატი კარტოფილისაგან და რატომ არის სასარგებლო პატარებისათვის, ამის შესახებ „ავერსის“ პედიატრიული სამსახურის უფროსი, ბლოგერი თამარ ობგაიძე საუბრობს.

© FB / Pikis Saatiთამარ ობგაიძე
რა სასარგებლო თვისებები აქვს ბატატს და როგორ მოვამზადოთ მისგან გემრიელი სადილი - Sputnik საქართველო
თამარ ობგაიძე

- ბატატი და ჩვეულებრივი კარტოფილი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. ორივე მცენარის ბოლქვს წარმოადგენს, ორივეს სამშობლო ცენტრალური და სამხრეთ ამერიკაა. თუმცა ბოტანიკურად სრულიად განსხავავებული, სხვადასხვა სახეობის მცენარეებია.  

ბატატი ანუ ტკბილი კარტოფილი ევროპასა და აზიის ქვეყნებში, სავარაუდოდ, პერუდან გავრცელდა, სადაც ინკებს ჩვენს წელთაღრიცხვამდე დიდი ხნით ადრე მოჰყავდათ ბატატი.

მე-16 საუკუნიდან კი ის ევროპასა და აზიაში გავრცელდა. ერთხანს იაპონელთა მთავარი საკვებიც გახდა, როცა ბრინჯის მცირე მოსავალი მიიღეს.

CC0 / Pixabay / ბატატი
რა სასარგებლო თვისებები აქვს ბატატს და როგორ მოვამზადოთ მისგან გემრიელი სადილი - Sputnik საქართველო
ბატატი

 -რა არის მთავარი განსხვავება?

- მთავარი განსხვავება ქიმიაშია. ბატატი წვნიანი, სხვადასხვა ფერის რბილობის მქონე ტკბილი ბოსტნეულია. ნახშირწლების შემცველობით ის, რა თქმა უნდა აჭარბებს ჩვეულებრივ კარტოფილს. თუმცა მოხარშული ბატატის გლიკემიური ინდექსი, ანუ სისხლში შაქრის დონეზე მისი ზემოქმედება არ არის მაღალი.

სამაგიეროდ, შემწვარი ბატატის გლიკემიური ინდექსი გაცილებით მაღალია. ბატატში, ჩვეულებრივი კარტოფილისაგან განსხვავებით, დიდი რაოდენობითაა საკვები ბოჭკოები, რაც ყაბზობის დროს ეფექტურს ხდის მას.

გარდა ამისა, ეს ბოჭკოები ხელს უწყობს ბავშვის ნაწლავებში ნორმალური ბაქტერიული ფლორის განვითარებას. განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა ბატატში ბეტა-კაროტინი, რომელიც ჩვეულებრივ კარტოფილში საერთოდაც არ არის.

სამაგიეროდ, C ვიტამინის შემცველობა თითქმის 10-ჯერ აღემატება ბატატში მის რაოდენობას. ცილების რაოდენობითაც ჩვეულებრივი კარტოფილი ლიდერია.

CC0 / Pixabay / ბატატი
რა სასარგებლო თვისებები აქვს ბატატს და როგორ მოვამზადოთ მისგან გემრიელი სადილი - Sputnik საქართველო
ბატატი

B ჯგუფის ვიტამინების შემცველობის მიხედვით კარტოფილის ეს ორი სახეობა არ განსხავავდება. ანტიოქსიდანტები, რომლებიც თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ეფექტისაგან იცავენ უჯრედებს ბატატში უფრო მეტია, ხოლო სიმსივნის საწინააღმდეგო გლიკოალკალოიდები ჩვეულებრივ კარტოფილშია წარმოდგენილი.

რაც შეეხება მინერალებს, ჩვეულებრივი კარტოფილი კალიუმით  უფრო მდიდარია, ვიდრე ბატატი, რკინა ოდნავ მეტია ბატატში, ხოლო კალციუმი  2-ჯერ უფრო მეტია. ბატატი კარგად ეხამება სხვა ბოსტნეულს და ხორცს. მისი მიღება ბავშვებში შესაძლებელია ექვსი თვიდან.

შემოგთავაზებთ ბატატის პიურის რეცეპტს ყაბაყით და ინდაურის ხორცით, რომელიც თქვენს პატარებს შვიდი თვიდან შეგიძლიათ, შესთავაზოთ.

კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

ყაბაყი - 50 გრ;

ბატატი - 80 გრ;

ინდაურის ხორცი - 30-50 გრ;

დედის რძე ან ხელოვნური ნარევი;

ზეითუნის ზეთი - 4-5 მლ;

დავჭრით ბატატს. დავასხმათ მდუღარე წყალს და ვდგამთ გაზქურაზე. ვინაიდან ყაბაყი ზალიან სწრაფად იხარშება, დაჭრილ ყაბაყს ვამატებთ მოგვიანებით. მოხარშული მასა დააბლენდერეთ ან ჩაჭყლიტეთ კოვზით. მიღებულ მასას დავუმატოთ რძე და ზეითუნის ზეთი. ბოლოს ვუმატებთ ინდაურის ხორცს, რომელიც უკვე ჰომოგენიზირებულია. შეგახსენებთ, რომ ინდაურის ხორცი არის ჰიპოალერგიული.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

 

ყველა ახალი ამბავი
0