თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 118 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.
რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 78 კოვიდ–პაციენტი, ფოთის ჰოსპიტალში – 40, აქედან ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის კლინიკა „სენამედში“ იმყოფება 37 პაციენტი, მათ შორის მძიმეა სამი პაციენტის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 17 კოვიდ–ინფიცირებულია მოთავსებული – ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კლინიკაში მკურნალობს 18 პაციენტი. სენაკის „ლაზიკა მედიში“ კი 24.
გასულ დღე-ღამეში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 130 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 1.137 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 251.071-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ნიკა ლატარია