სახალხო დამცველს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმასთან დაკავშირებით შენიშვნები არ აქვს

© courtesy of Nino Lomjariaნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, ომბუდსმენის აპარატი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს მუდმივ მონიტორინგს გაუწევს.

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს საერთაშორისო და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების თვალსაზრისით ვაქცინაციის გეგმის მიმართ შენიშვნები არ აქვს, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური. 

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
საქართველომ ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დაასრულა

„ჩვენ შევაფასეთ ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში მოცემული პრიორიტეტული მიმართულებები საერთაშორისო სტანდარტებთან და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით და ჩვენ შენიშვნები არ გვაქვს“, – განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ვაქცინაციის კომისიის წევრების შეხვედრის შემდეგ.

ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შემუშავებაში უშუალო მონაწილეობაც მიიღო.

„ჩვენ ამ ეტაპზე გეგმასთან დაკავშირებით შენიშვნები არ გვაქვს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით, თუმცა დავაკვირდებით უშუალოდ ვაქცინაციის პროცესს, რამდენად წარიმართება ის გეგმის შესაბამისად, და მაქსიმალურად ვეცდებით, საზოგადოებას მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია ყველა იმ საკითხზე, რაც ეხება ვაქცინების უსაფრთხოებას და მთელ ამ პროცესს“, – აღნიშნა ლომჯარიამ. 

პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
იმნაძე: საქართველო ყველანაირი ვაქცინის მისაღებად მზადაა

საქართველომ ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დაასრულა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კოვიდ–ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე მომუშავე კომისიის წევრებთან და ექსპერტებთან გეგმის საბოლოო დეტალებთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა გამართა.

COVAX–პლატფორმამ საქართველოსგან 18 იანვარს დასტური მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა მზადაა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღოს. ეკონომიკის სრული გახსნისთვის აუცილებელია ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია, რისთვისაც დაახლოებით 164 მლნ ლარი იქნება საჭირო.

ვაქცინაციისთვის უკვე განისაზღვრა პრიორიტეტული ჯგუფები: ჯანდაცვის სექტორი, თავშესაფრებისა და სხვა მსგავსი დაწესებულებების პერსონალი და ბენეფიციარები, 75 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობა, 65-დან 74 წლამდე მოსახლეობა, ქრონიკული დაავადებების მქონე 18–54 წლის პირები. შემდგომ იგეგმება მოსახლეობის დანარჩენი ნაწილის ვაქცინაცია, მათ შორის იმ პირების, რომლებმაც ვირუსი გადაიტანეს.

ყველა ახალი ამბავი
0