მიტროპოლიტი დიმიტრი: პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის ვაქცინაცია  იყო

© photo: Diocese of Batumi and Lazeti / FBბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი)
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების კამპანიას სამღვდელოებაც შეუერთდა. ისინი მოუწიდებენ მორწმუნეებს აცრების არ შეეშინდეთ და მათში ხსნა დაინახონ.

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. ეპიდემიასთან და პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე საუკეთესო საშუალებას ვაქცინაცია წარმოადგენს, განაცხადა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) ნათლისღების წირვაზე, ქადაგებისას ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში.

„თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, სახლში დარჩით“ – საქართველოს საპატრიარქომ მრევლს მიმართა >>

მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე გაიკეთა 32 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ვაქცინაციის გეგმაზე საქართველომ მუშაობა პრაქტიკულად დაასრულა. ადრე ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში უკვე თებერვლის ბოლოს იქნება. ჯერჯერობით საუბარია Pfizer-ის ვაქცინაზე.

„ეპიდემიასთან და პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია, ყველას გვახსოვს, მოზრდილ ასაკში სკოლაში, საბავშვო ბაღში, ყველგან გვცრიდნენ და ეს იყო არა შემთხვევით, არამედ წინა, ძალიან მკაცრი პანდემიებით გამოწვეული“, - განაცხადა დიმიტრიმ.

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
საპატრიარქო: სიცრუეა, თითქოს ეკლესია არ აღიარებდა ვირუსის არსებობას

მეუფის  თქმით,  ვაქცინაცია რელიგიური ცხოვრებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.

„რამდენიმე ხნის წინ, საბერძნეთის ერთ-ერთი მღვდელმთავარი, რომელიც ადრე, საერო ცხოვრების დროს ამერიკის კოსმოსურ სააგენტო ნასა-ში მოღვაწეობდა, არის პროფესიით გამორჩეული ექიმი და პროფესორი, თავის პუბლიკაციაში წერდა, რომ ელადის წმინდა სინოდმა დაავალა, შეესწავლა, რამდენად უსაფრთხოა ეს ვაქცინა ადამიანის რელიგიური ცხოვრებისთვის. ის ამბობს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არანაირი საფრთხე ამ ვაქცინაში, რელიგიის კუთხით, არ არსებობსო. მინდა, რომ ეს ასე იყოს და ღვთის მადლით ასეც იქნება“, – განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

COVAX–პლატფორმამ საქართველოსგან 18 იანვარს დასტური მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა მზადაა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღოს. ეკონომიკის სრული გახსნისთვის აუცილებელია ზრდასრული მოსახლეობის 60%–ის ვაქცინაცია, რისთვისაც დაახლოებით 164 მლნ ლარი იქნება საჭირო.

ვაქცინაციისთვის უკვე განისაზღვრა პრიორიტეტული ჯგუფები: ჯანდაცვის სექტორი, თავშესაფრებისა და სხვა მსგავსი დაწესებულებების პერსონალი და ბენეფიციარები, 75 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობა, 65–დან 74 წლამდე მოსახლეობა, ქრონიკული დაავადებების მქონე 18–54 წლის პირები. შემდგომ იგეგმება მოსახლეობის დანარჩენი ნაწილის ვაქცინაცია, მათ შორის, იმ პირების, რომელთაც ვირუსი გადაიტანეს.

ყველა ახალი ამბავი
0