მოდელი ქეთი ჟღენტი მეუღლესთან ერთად მოსკოვში იმყოფება. მოდელმა „ინსტაგრამზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ ცივა ქალაქის ქუჩებში, სადაც ის თოშა ქებურიასთან ერთად სეირნობს.
მილიონერ თოშა ქებურიასა და მოდელ ქეთი ჟღენტს გასული წლის სექტემბერში მეორე შვილი შეეძინათ. პატარა ბიჭუნა გაგუას კლინიკაში დაიბადა და მშობლებმა მას ბაბუის, ბიზნესმენ ბუბა ქებურიას სახელი დაარქვეს. თოშას და ქეთის მანამდე, 2018 წელს ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც კატერინა დაარქვეს. გოგონა დედის ასლია. ქებურიამ უმშვენიერეს მოდელს ხელი ორი წლის წინ კანის სანაპიროზე სთხოვა და ისინი მალე დაქორწინდნენ კიდეც.
View this post on Instagram
„თოშამ ჩემს მშობლებთან ითხოვა, რომ დავნიშნულიყავით და სწავლის დასრულების შემდგომ დავქორწინებულიყავით. ამის შემდეგ გავემგზავრეთ კანში, თოშას მშობლების გასაცნობად. მაგრამ მოხდა ისე, რომ 18 აგვისტოს ლაჟვარდოვან სანაპიროზე მთხოვა ხელი, ეს იყო საყვარელი სიურპრიზი, თოშამ მთხოვა ცაში ამეხედა, სადაც თვითმფრინავი მოფრინავდა სიტყვებით Katie, marry me, გვერდით კი ჩვენი მეგობრები იმალებოდნენ, რომლებიც ჩემი თანხმობის შემდეგ გამოცვივდნენ და ჩვენთან ერთად გაიზიარეს ჩვენი ბედნიერება“, – იხსენებს ქეთი ერთ-ერთ ინტერვიუში.
View this post on Instagram
ცოლობაზე თანხმობის შემდეგ წყვილმა პარიზში საქორწინო ბეჭდები შეიძინა და ქორწილი ორჯერ გადაიხადა. წყვილი საკუთარ ქორწილში ვერტმფრენით მივიდა. რაც შეეხება საქორწინო ტორტს, ასეთი გრანდიოზული ტორტი საქართველოში აქამდე არ დამზადებულა. მისი წონა 400 კგ-ს შეადგენდა, სიმაღლე – 5 მეტრს. საქორწინო ტორტის დამზადებაზე კი 12 დიზაინერი მუშაობდა.