შეზღუდვები ყველას არ შეხებია, მაგრამ განსაკუთრებით საზიანო აღმოჩნდა ტურისტული სფეროსთვის (დანაკარგმა 96% შეადგინა), რომელზეც გავლენა იქონია როგორც ლოკალურმა, ისე გლობალურმა შეზღუდვებმა.
მუშაობა დროებით შეწყვიტა საზკვების ობიექტებმა, არასასურსათო სავაჭროებმა და საწარმოებმა, კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულმა დაწესებულებებმა.
თუმცა არსებობს პროფესიები, რომლების შეჩერებაც კოლაფსის მიზეზი შეიძლება გახდეს - ეს პროფესიები პირდაპირ კავშირშია საზოგადოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სისტემებთან.
პანდემიის პირობებში ყველა ჩვენგანს გვახსენდება ექიმები, პოლიციელები, მეხანძრეები, თუმცა მათი სრული ჩამონათვალი გაცილებით დიდია. არსებობს პროფესიები, რომლებიც ყველას არ ახსენდება.
მათი სოციალური დიაპაზონი საკმაოდ დიდია. მეეზოვეებიდან დაწყებული, რომლებიც გარეშეც მეგაპოლისიც კი ორ დღეში ნაგვით დაიფარება, ბანკირები, კავშირგაბმულობის სპეციალისტები, ჟურნალისტები. აღარაფერს ვიტვყით ფერმერებზე, რომლებიც ყველა ჩვენგან საკვებით უზრუნველგვყოფენ.
სხვა სფეროებშიც ოპერატიულად მოერგნენ ახალ მოთხოვნებს, გამოიჩინეს კრეატივი და შემოქმედებითობა.
მაგალითად, რესტორნებმა ადგილზე მიტანის სერვისი დანერგეს, დიდმა მაღაზიებმა კი ინტერნეტით ვაჭრობა წამოიწყეს საკმაოდ წარმატებით.
ინოვაციურმა ტექნოლოგიებმა საგანმანათლებლო სისტემასა და მართვით სფეროებში დისტანციურად მუშაობის სრულფასოვან რეჟიმზე გადასვლის და კატასტროფული დანაკარგების თავიდან აცილების შესაძლებლობა მოგვცა.
თბილისის ქუჩებში ადვილად შენიშნავთ მათ, ვინც საკუთარ პროფესიულ საქმიანობას ეფექტურად ასრულებს და კორონავირუსს არ უშინდება.