Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„დიდი ალბათობით, ვაქცინას არ გავიკეთებ...“ – სოფო ბედიას თამამი განცხადება

© Facebook / Sopo Bediaსოფო ბედია
სოფო ბედია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მომღერალი იმ სკეპტიკოსთან რიცხვს შეუერთდა, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას არ აპირებს.

მომღერალი სოფო ბედია კორონას ვაქცინის გაკეთებას არ აპირებს. როგორც მომღერალმა ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, არაა დარწმუნებული, რომ ეს ვაქცინა ჯანმრთელობისთვის კარგია.

„ვერ გეტყვით ადამიანის ჯანმრთელობისთვის რამდენად კარგია ეს ვაქცინა. დავუშვათ, კოვიდისგან დაიცავს, მაგრამ არის საუბარი, რომ სხვა რამესაც აზიანებს. არ ვიცი რა იქნება… მე სკეპტიკურად ვუყურებ ამ თემას. ყველას თავისი მოსაზრება აქვს. დიდი ეჭვი მაქვს, რომ არ გავიკეთებ. არ ვიცი რომელი ქვეყნის იქნება ეს ვაქცინა, მაგრამ მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს – არ გავიკეთებ“, – აღნიშნა მომღერალმა.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და ვაქცინის შესყიდვაზე სპეციალურად შექმნილი უწყებათშორისი კომისია მუშაობს, რომელიც ასევე უზრუნველყოფს კოვიდ-ვაქცინაციის დასაწყებად საჭირო ტექნიკურ სამუშაოებს.

მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყნის ინფრასტრუქტურა მზად არის იმისთვის, რომ ჯანმოს და სხვა მარეგულირებლის მიერ აღიარებული სამივე ვაქცინა (Pfizer, Moderna, Astrazeneca) მიიღოს და ამ მზადყოფნის დამადასტურებელი წერილი Pfizer-ის პრეპარატთან დაკავშირებით COVAX–პლატფორმაში უკვე გაიგზავნა.

გაბუნიას განმარტებით, Pfizer-ის პირველი დოზების მისაღებად დათქმული დრო 2021 წლის პირველი კვარტალია. მან ასევე არ გამორიცხა, რომ საქართველომ, შესაძლოა, AstraZeneca-ს ვაქცინაც წლის პირველ კვარტალში მიიღოს.

გაბუნიას განმარტებით, ვაქცინაციის გეგმაში განსაზღვრულია რამდენიმე ეტაპი, რომლის მიხედვითაც ვაქცინაცია დაიწყება მაღალი რისკის ჯგუფებიდან.

თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
ცერცვაძე:  ვაქცინა რომ ცუდი იყოს, ინგლისის დედოფალი და მისი ოჯახი არ აიცრებოდა

კერძოდ, პირველ ეტაპზე აიცრებიან ჯანდაცვის სექტორის მუშაკები, შემდეგ ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები და პერსონალი, ასევე 75 წლის ზემოთ პირები, შემდეგ 65-დან 75-მდე ასაკის პირები. მეორე ეტაპის ჯგუფში შედიან სტრატეგიული სერვისების მიმწოდებლები, რასაც მოჰყვება 55-დან 64 წლის ასაკობრივი ჯგუფი, შემდეგ – ქრონიკული დაავადებების მქონე 18-დან 54 წლის ასაკობრივი ჯგუფის პირები. ამის შემდეგ უკვე რჩება მოსახლეობის სხვა ჯგუფები.

საქართველოს პირველ ეტაპზე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის იმ რაოდენობით შეძენის უფლება აქვს, რომელიც მოსახლეობის 20%-სთვის იქნება საკმარისი. ქვეყანამ 1 400 ათასი დოზა ვაქცინის შესაძენად პირველი შენატანი — 4 მლნ დოლარი უკვე განახორციელა. აღნიშნული რაოდენობა 700 ათას ადამიანზეა გათვლილი.

ყველა ახალი ამბავი
0