მსოფლიოს ათი საუკეთესო პატარა ქალაქი Small Cities Index-ის ვერსიით
მსოფლიოს ათი საუკეთესო პატარა ქალაქი Small Cities Index-ის ვერსიით
Sputnik საქართველო
გარდა დიდი ქალაქებისა, რომლებსაც ტურისტები სტუმრობენ მთელი მსოფლიოდან, არსებობს პატარა ქალაქები, რომლებიც საკმაოდ მნიშვნელოვანი და ლამაზებია. იხილეთ... 18.01.2021-ს, Sputnik საქართველო
გარდა დიდი ქალაქებისა, რომლებსაც ტურისტები სტუმრობენ მთელი მსოფლიოდან, არსებობს პატარა ქალაქები, რომლებიც საკმაოდ მნიშვნელოვანი და ლამაზებია. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში მსოფლიოს საუკეთესო პატარა ქალაქების სურათები.
მაგალითად, ლუცერნი – შვეიცარიის პატარა ქალაქი ამავე სახელის მქონე ტბის სანაპიროსთან, რომლის გარშემოც დათოვლილი მთებია. ქალაქი ცნობილია შუა საუკუნეების არქიტექტურის კარგად შენახული ძეგლებით. ლამაზი ალტშტატი (ძველი ქალაქი) ჩრდილოეთით XIV საუკუნის ციხე-სიმაგრე მუზეგის კედელს ესაზღვრება, რომლის სიგრძეც 870 მეტრია.
ლიუცერნი - პატარა შვეიცარიული ქალაქი იგივე დასახელების ტბასთან, რომლის გარშემოც დათოვლილი მთებია. ქალაქი ცნობილია შუა საუკუნეების დროინდელი არქიტექტურით
ბერგენი - სიდიდით მეორე ქალაქი ნორვეგიაში. ის განთავსებულია ქვეყნის დასავლეთში, ჩრდილოეთის ზღვასთან. ბერგენის შუა საუკუნეების სანაპირო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ერთ-ერთი ობიექტია
ოლბორგი - ქალაქი დანიაში. მისი მოსახლეობა 104 885 ადამიანს შეადგენს. მისი გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, შუა საუკუნეებში მნიშნელოვან საპორტო ქალაქად იქცა, მოგვიანებით კი - ინდუსტრიულ ცენტრად
ლოზანა - ფრანგულენოვანი შვეიცარიის ქალაქი ჟენევას ტბასთან. აქ მდებარეობს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინა, ასევე ოლიმპიური მუზეუმი და პარკი. ქალაქი სახელგანთქმულია შუა საუკუნეების ქუჩებით და XII საუკუნის გოთური ტაძრით