კასპში მძევლების აყვანაში ბრალდებულს სასამართლო–ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაუნიშნეს

© photo: Sputnik / Alexander ImedashviliГлавная прокуратура Грузии
Главная прокуратура Грузии - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოფილი პოლიციელის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია და კვლავ დუმილის უფლებას იყენებს.

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. კასპში მძევლების აყვანისას ბრალდებულ გიორგი მენაბდიშვილის ქცევასთან დაკავშირებით, კერძოდ, რამდენად შეეძლო მას თავისი მოქმედებების გაცნობიერება დანაშაულის ჩადენის დროს, სასამართლო–ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა, იუწყება საქართველოს გენერალური პროკურატურა.

კასპში მძევლების აყვანა: ყოფილმა პოლიციელმა შიმშილობა დაიწყო>>

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, საქმეზე მრავალი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა.

მენაბდიშვილს დღეს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილით სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით ორი პირის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე.

პოლიციამ კასპში მძევლად აყვანილი მოქალაქეები უვნებლად გაათავისუფლა - ვიდეო - Sputnik საქართველო
პოლიციამ კასპში მძევლად აყვანილი მოქალაქეები უვნებლად გაათავისუფლა - ვიდეო

პროკურატურამ სასამართლოს მისთვის აღკვეთის ზომად პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.

ბრალდებულის ადვოკატის ქეთევან გაგოევას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ძალზე მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია, გამოაცხადა მშრალი შიმშილობა და უარს ამბობს სამედიცინო დახმარებაზე.

მენაბდიშვილი დუმილის უფლებით სარგებლობს.

ამასთან, ბრალდებულის დედის თამარ მენაბდიშვილის განცხადებით, მან დახმარებისთვის ომბუდსმენის წარმომადგენელს მიმართა. ის დახმარებას ასევე მოსახლეობასაც სთხოვს და აღნიშნავს, რომ მისი შვილი უნდა დაისაჯოს, მაგრამ ისიც საჭიროა, რომ დადგინდეს, რამ მიიყვანა ის ამ მდგომარეობამდე. ეს კი დაუცველობის გრძნობაა. ერთი მხრივ, ის კრიმინალურ სამყაროს შეეჯახა და მეორე მხრივ – სამართალდამცველების გულგრილობას, აღნიშნავს თამარ მენაბდიშვილი.

ომბუდსმენის მოადგილემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ისინი მათი კომპეტენციის ფარგლებში დააკვირდებიან პროცესს და ამ საქმეზე ინფორმაციას გამოითხოვენ.

შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
კასპში მძევლების აყვანა: ყოფილი პოლიციელი ქვეყნის დატოვებას რუსეთის მიმართულებით აპირებდა

შაბათ დილით 27 წლის გიორგი მენაბდიშვილი, ყოფილი პოლიციელი კასპში ქვის საამქროში შეიჭრა, რომლის წილსაც თვითონაც ფლობდა, და ორი პირი მძევლად აიყვანა.

დაკავებულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, კონფლიქტი ყოფილ სამართალდამცველსა და საწარმოს სხვა მეწილეებს შორის ბიზნესის გამო მოხდა. მენაბდიშვილისგან პარტნიორები მისი კუთვნილი 10-პროცენტიანი წილის დათმობას მოითხოვდნენ. მათი თქმით, იყო მუქარაც ქურდული სამყაროს წევრების ჩართვით, ასევე სამართალდამცველთა მხრიდან. სასოწარკვეთილმა მენაბდიშვილმა მძევლების აყვანით გადაწყვიტა არსებული საკითხის გადაჭრა.

ახალგაზრდას საწარმოს ორი თანამშრომელი იარაღის მუქარით ჩაკეტილი ჰყავდა და ავტომანქანით რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლას ითხოვდა. ექვსსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ის პოლიციას ჩაბარდა. მძევლების გათავისუფლების ოპერაციას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე ხელმძღვანელობდა.

ყველა ახალი ამბავი
0