აზერბაიჯანის ეროვნულ პარკში მეოთხე დღეა, ხანძარი მძვინვარებს

© photo: Sputnik / Rahim Muradხანძარი აზერბაიჯანის ჰირკანის ეროვნულ პარკში
ხანძარი აზერბაიჯანის ჰირკანის ეროვნულ პარკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირანის ტერიტორიის მოსაზღვრე ძნელად მისადგომ მთაგორიან ადგილებში არსებული ლოკალური კერები ხანძრის სრულად ჩაქრობის შესაძლებლობას არ იძლევა

თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. აზერბაიჯანის ჰირკანის ეროვნულ პარკში მეოთხე დღეა ხანძარი მძვინვარებს.

როგორც Sputnik-აზერბაიჯანი საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, ლოკალური კერები ხანძრის სრულად ჩაქრობის შესაძლებლობას არ იძლევა.

აღსანიშნავია, რომ ასტარინის რაიონის ტერიტორიაზე ხანძრის ჩაქრობაში თვითმფრინავი-ამფიბია БЕ-200ЧС მონაწილეობს. ცეცხლის ლიკვიდაციას მაღალმთიან და ძნელად მისადგომ ტყის მასივში ქარი ართულებს. 

ხანძრის ლოკალიზებისა და ჩაქრობის მიზნით ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების სამინისტროს, სამხრეთის რეგიონული ცენტრის, სახელმწიფო სახანძრო სამსახურის, სამოქალაქო თავდაცვის ძალების, განსაკუთრებული რისკის სამაშველო სამსახურის დამატებითი ძალები, ასევე ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადგილობრივი ორგანიზაციების თანამშრომლები.

ცნობილია, რომ იწვის აზერბაიჯანი-ირანის საზღვრის მონაკვეთი. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0