COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

© Sputnik / Vladimir Umikashviliეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 234.636 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.643), გარდაიცვალა – 2.958 (ბოლო 24 საათში – 25), კარანტინის რეჟიმშია 460, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.670 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 634 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 110-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 247.915-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 234.636 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.643), გარდაიცვალა – 2.958 (ბოლო 24 საათში – 25), კარანტინის რეჟიმშია 460, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.670 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 634 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 4.964 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 2.930, PCR ტესტით – 2.034.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0