საქართველოში ხელფასი კიდევ ერთი კატეგორიის მასწავლებლებს გაუზარდეს

© photo: Sputnikპირველი გიმნაზია
პირველი გიმნაზია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარდა ამისა, განათლების სამინისტრო პრაქტიკოს პედაგოგებს აძლევს კატეგორიის ამაღლების შესაძლებლობას, რასაც ისინი 2023 წლის იანვრამდე სპეციალური გამოცდის საშუალებით შეძლებენ

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. საჯარო სკოლების უფროსი და წამყვანი სტატუსის მქონე სპეციალური მასწავლებლები გაზრდილ ხელფასს მიიღებენ, ნათქვამია განათლების სამინისტროს ვებგვერდზე.

ადრე მიღებული გადაწყვეტილებით, სრული დატვირთვის (15 საათი) მქონე უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს სახელფასო დანამატი 100 ლარით ეზრდებათ.

მასწავლებელი დაფასთან - Sputnik საქართველო
რომელ მასწავლებლებს შეეხება ხელფასების ზრდა – განათლების სამინისტროს განმარტება

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სახელფასო დანამატის ოდენობა საათების რაოდენობასა და დატვირთვის ხარისხზე იქნება დამოკიდებული.

უფროსი და წამყვანი მასწავლებლებისთვის ხელფასის გაზრდის გარდა, პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს 2023 წლის 1 იანვრამდე ეძლევათ შესაძლებლობა, დაადასტურონ კომპეტენცია, რაც შესაბამისი გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს.

საქართველოში სკოლის მასწავლებლები ოთხ კატეგორიად იყოფიან: პირველ საფეხურზე არიან პრაქტიკოსი მასწავლებლები, მეორეზე – უფროსი მასწავლებლები, მესამეზე – წამყვანი მასწავლებლები, მეოთხეზე – მენტორები. 2019 წლის სექტემბრიდან უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ხელფასი 150 და მეტი ლარით გაუზარდეს.

2020/2021 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოში რეგისტრირებულია 2 309 სკოლა, მათ შორის 2 086 საჯარო და 223 კერძო სასწავლო დაწესებულება. მათში 62 699 მასწავლებელია დასაქმებული.

ყველა ახალი ამბავი
0