ქართველმა სუმოისტმა იანვრის ჰაცუ ბაშოზე ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა

© AFP 2024 / JIJI PRESSქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი)
ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმ შემთხვევაში, თუ ტოჩინოშინი კიდევ სამ შერკინებას წააგებს, ის მსოფლიოს უძლიერესი სუმოისტების რეიტინგში რამდენიმე პოზიციას დაკარგავს

თბილისი, 16 იანვარი - Sputnik. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, იანვრის ჰაცუ ბაშოზე ტოკიოში ზედიზედ მესამედ დამარცხდა.

ტოჩინოშინი, რომელიც აღმოსავლეთის მეოთხე მაეგაშირას რანგში ასპარეზობს, მეშვიდე საშეჯიბრო დღეს ოძეკი ტაკაკეისიოსთან დამარცხდა.

ქართველი სუმოისტისთვის ეს ტურნირზე უკვე მეხუთე წაგებაა, ორი შერკინება ტოჩინოშინის გამარჯვებით დასრულდა. იმ შემთხვევაში, თუ ტოჩინოშინი კიდევ სამ შეხვედრას წააგებს, ის მსოფლიოს უძლიერესი სუმოისტების რეიტინგში რამდენიმე პოზიციას დაკარგავს.

ქართველი სპორტსმენის მომდევნო მეტოქე სეკივაკე ტაკანოსიო გახდება. მომდევნო დაპირისპირება სუმოისტებს შორის რიგით მეოთხე იქნება. ამ მომენტისთვის ტაკანოსიო იგებს ანგარიშით 2:1.

ჰაცუ ბაშო 24 იანვარს დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0