Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„გათხოვდი?..“ – შორენა ბეგაშვილის ახალმა ფოტოებმა სოციალური ქსელის მომხმარებლები დააბნია

© Photo: Shorena Begashvili / FBშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შორენა ბეგაშვილმა სოციალურ ქსელში საქორწინო კაბაში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და ახლა ამ თემის გარშემო კომენტარები არ წყდება.

ცნობილმა მოდელმა და ტელეწამყვანმა სოციალური ქსელის მომხმარებლები კიდევ ერთხელ დააბნია. საქორწინო კაბაში გადაღებულმა ფოტოებმა მისი „ფოლოვერები“ კიდევ ერთხელ დააეჭვა, ხომ არ გათხოვდა ის საყვარელ მამაკაცზე. „შორე, გათხოვდი?“, „მეც ასე მგონია“, „რა ლამაზი ხარ“ – უწერენ ბეგაშვილს კომენტარებში.

სავარაუდოდ, ფოტოები „რუსთავი 2“-ის საახალწლო გადაცემის კადრებია, თუმცა ბეგაშვილის ამ თამამ ნაბიჯს ახლა განსაკუთრებით იმიტომ მოელიან, რომ სექს-სიმბოლო აღარ მალავს, რომ ნამდვილი სიყვარული იპოვა და სწორედ მასთან ერთად ატარებს შვებულებას სიყვარულის ქალაქში საფრანგეთში.

შორენა ბეგაშვილის ცხოვრებაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ის გრძნობებს აღარ მალავს. დავით ბაგრატიონთან გასაიდუმლოებული რომანის და შემდეგ ბიზნესმენ ირაკლი ნანაძესთან საიდუმლო ქორწინების შემდეგ მან ჯერ სოციალურ ქსელში, შემდეგ კი საკუთარ გადაცემაში განაცხადა, რომ ურთიერთობაშია. ყველამ გაიგო, რომ შორენას ახალი პარტნიორი ლაშა ბარათელია. როგორც თავად ირწმუნება, მან ცხოვრების მთავარი სიყვარული იპოვა.

საფრანგეთში სამოგზაუროდ წასვლამდე შორენამ საავტორო გადაცემის მორიგი ბლოკი ჩაწერა. მან ემოციური სიტყვები წარმოთქვა და საკუთარი სასიყვარული ისტორია კიდევ ერთხელ დაადასტურა. „მჯერა იმის, რომ ახალი წლის ღამეს რასაც ინატრებ, აუცილებლად აგისრულდება. მიუხედავად იმისა, რომ 2020 მსოფლიომ ყველაზე ცუდ წლად აღიარა, ჩემს ცხოვრებაში ორი საოცარი რამ მოხდა. ეს იყო ჩემი თოქშოუ და ვიპოვე ნამდვილი სიყვარული“, – განაცხადა ტელეწამყვანმა და საზოგადოებას ბევრი კარგი ახალი ამბავი უსურვა.

უკვე ერთი წელია, რაც შორენა ბეგაშვილი ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს ოფიციალურად დაშორდა, თუმცა საზოგადოებამ ვერც ის გაიგო, როდის დაქორწინდა წყვილი. ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო მანამ, სანამ შორენამ იუსტიციის სახლიდან განქორწინების მოწმობის ფოტო არ გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ ფოტომოდელი და ტელეწამყვანი არც შეყვარებულთან ერთად გადაღებული ფოტოების გასაჯაროებას ერიდება და ზაფხულის პერიოდში საყვარელი მამაკაცის ნახევრად შიშველი ფოტოც გამოაქვეყნა. წყვილმა ფოტო, სავარაუდოდ, ესპანეთში გადაიღო, სადაც ისინი ერთად ისვენებდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0