რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე ვაქცინას დაარეგისტრირებენ

© photo: Sputnik / Nikolay Khizhnyak / გადასვლა მედიაბანკშივაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეპარატი არსებითად განსხვავდება სხვა ვაქცინებისგან, კლინიკურმა კვლევებმა მისი ეფექტურობა გამოავლინა.

თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე რუსული ვაქცინა უახლოეს დღეებში დარეგისტრირდება, განაცხადა „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა ანა პოპოვამ.

უახლოეს დღეებში დარეგისტრირდება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც შექმნილია რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ჩუმაკოვის სახელობის ფედერალურ სამეცნიერო–კვლევით ცენტრში. ანა პოპოვას თქმით, წინასწარი კლინიკური ცდები „ძალიან კარგია და თვალსაჩინოა“.

ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
კომბინირებული ვაქცინა: რუსეთში ახალი პრეპარატის შექმნაზე მუშაობენ

ამგვარად, რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც სხვადასხვა სამეცნიერო ბაზაზე უკვე სამი ეფექტური ვაქცინაა შემუშავებული.

„მეორე ასეთი ქვეყანა მსოფლიოში არ არის, სადაც საკუთარი ვაქცინები გამოავლინეს – გარდა იმისა, რომ შექმნეს ლაბორატორიაში, წარმოების შესაძლებლობაც მისცეს. ეს უიშვიათესი, უნიკალური შემთხვევაა“, – აღნიშნა პოპოვამ.

ჩუმაკოვის ცენტრის ვაქცინა, მსოფლიოში რეგისტრირებული სხვა პრეპარატებისგან განსხვავებით, არის პირველი თაობის ვაქცინა (ვირიონული), ანუ შეიცავს მთლიან, დაუნაწევრებელ, მაგრამ მოკლულ SARS-CoV-2 ვირუსს და არა მის ნაწილს.

როგორც ცნობილია, რუსეთში რეგისტრირებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინა – „სპუტნიკ V“, რომელიც გამალეის ცენტრშია შექმნილი, და „როსპოტრებნადზორის“ ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიების ცენტრ „ვექტორის“ მიერ შექმნილი ვაქცინა. მოსკოვში მასობრივი ვაქცინაცია 5 დეკემბერს დაიწყო, რუსეთის სხვა რეგიონებში – 15 დეკემბერს. 

ყველა ახალი ამბავი
0