https://sputnik-georgia.com/20210114/piroteqnikam-axalgazrda-mamakacs-TiTi-moaglija-250611366.html
პიროტექნიკამ ახალგაზრდა მამაკაცს თითი მოაგლიჯა: ოპერაცია წარმატებული გამოდგა
პიროტექნიკამ ახალგაზრდა მამაკაცს თითი მოაგლიჯა: ოპერაცია წარმატებული გამოდგა
Sputnik საქართველო
პიროტექნიკით დაშავებული ახალგაზრდის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო, მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. 14.01.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-01-14T18:42+0400
2021-01-14T18:42+0400
2021-10-19T17:46+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/i/logo/logo-social.png
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები, ახალი ამბები, საქართველო
შემთხვევები, ახალი ამბები, საქართველო
პიროტექნიკამ ახალგაზრდა მამაკაცს თითი მოაგლიჯა: ოპერაცია წარმატებული გამოდგა
18:42 14.01.2021 (განახლებულია: 17:46 19.10.2021) პიროტექნიკით დაშავებული ახალგაზრდის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო, მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ძველით ახალი წლის ღამით პიროტექნიკით დაშავებულ ახალგაზრდას თითის აღდგენის ოპერაცია ჩაუტარდა, განაცხადა ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა ნიკოლოზ ჩადუნელმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას.
ძველით ახალი წლის ღამით თბილისში პიროტექნიკისგან დაშავებულებმა დამწვრობის ცენტრსაც მიმართეს — ექვსი პაციენტიდან ოთხი ბავშვი იყო. დაზიანებები მათ ძირითადად მარჯვენა ხელისა და სახის არეში აღენიშნებოდათ.
„ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა იყო მძიმე. პაციენტს თითი ჰქონდა მოგლეჯილი, რომელიც კანის ნაწილით იყო დაკიდებული თითის სხვა ნაწილზე. დროული იყო მომართვიანობა და ადეკვატური ჩარევის შედეგად თითის მთლიანობა აღდგა. პრაქტიკულად ყველა ქსოვილი აღდგა და პაციენტს თითი გადაურჩა“, — აცხადებს ნიკოლოზ ჩადუნელი.
მანამდე საქართველოში ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით დაშავებული 36 ადამიანი იყო ჰოსპიტალიზებული. სულ 31 დეკემბრიდან 1 იანვრის ღამით სასწრაფო დახმარება 51-ჯერ გამოიძახეს. მარტო თბილისში 27 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში, რეგიონებში კი 15 დაშავებულიდან ცხრას დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია.