წლების მანძილზე ახალგაზრდა მომღერლის პირადი ცხოვრების შესახებ ცნობები არ ვრცელდებოდა, მანამ, სანამ თავად არ მოისურვა სიყვარულის გაზიარება. ნუცა ბუზალაძე შეყვარებული იყო. მისი რჩეული მომღერალს დიდ დროს უთმობდა და წყვილი საჯარო სივრცეებში ხშირად ჩნდებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს სასიყვარულო დუეტიც დაიშალა.
View this post on Instagram
„იცით, რას ნიშნავს ექს-შეყვარებული? მადლობა გამოცდილებისთვის, შენი დრო ამოიწურა. ახლა გადი ჩემი ცხოვრებიდან, რათა შენზე უკეთესმა შემოაბიჯოს“, – ეს ინგლისურენოვანი ვიდეო ნუცამ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. მოულოდნელი მესიჯებით აღსავსე TikTok-ის ვიდეო მხოლოდ ერთზე შეიძლება მეტყველებდეს – ნუცა ბუზალაძე სპორტსმენ შეყვარებულს დაშორდა.
ნუცამ შეყვარებულთან ერთად გადაღებული რომანტიკული ფოტოების გამოქვეყნება შეწყვიტა. შესაბამისად, თაყვანისმცემლებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ ის საყვარელ ადამიანს დაშორდა.
View this post on Instagram
ნუცა ბუზალაძეს, ისევე, როგორც ცნობილი ვარსკვლავების უმეტესობას, პირად ცხოვრებაზე საუბარი არ ხიბლავს. შეუდარებელი მომღერალი წლების მანძილზე ურთიერთობებზე საუბარს თავს არიდებდა ან საგულდაგულოდ მალავდა. ეს მანამდე გრძელდებოდა, სანამ თავად არ გადაწყვიტა შეყვარებულის გამოჩენა. ურთიერთობის გარკვეულ ეტაპზე ნუცა მამაკაცის ფოტოებს აქვეყნებდა, თუმცა სახეს მუდამ უმალავდა.