გარედაქტირდება თუ არა „მარტო სახლში“: კალკინმა ფილმიდან ტრამპის ამოჭრის იდეა მოიწონა

© AP Photo / Matt Saylesმაკოლეი კალკინი
მაკოლეი კალკინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალური ქსელების ერთ-ერთი მომხმარებელი აპირებს პეტიცია შეადგინოს, რათა ფილმში დონალდ ტრამპი 40 წლის მაკოლეი კალკინით ჩანაცვლდეს

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. მსახიობმა მაკოლეი კალკინმა, რომელიც მთავარ როლს ასრულებს ფილმებში „მარტო სახლში“, მხარი დაუჭირა ფილმის მეორე ნაწილის რედაქტირებას და იქიდან აშშ–ის ამჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სცენის ამოჭრას.

​Twitter–ის ერთ–ერთმა მომხმარებელმა უკვე გამოაქვეყნა კიდეც რედაქტირებული მონაკვეთი, სადაც კალკინის გმირისა და ტრამპის მიერ სასტუმროს ფოიეში გათამაშებული ეპიზოდი აღარ არის.

ამასთან მსახიობმა მოიწონა იუზერის მიერ შეთავაზებული იდეა, რომელმაც პეტიციის შედგენის წინადადება წამოაყენა იმასთან დაკავშირებით, რომ დონალდ ტრამპი ფილმში 40 წლის მაკოლეი კალკინით ჩანაცვლდეს.

  • ​„გაყუდულია!“ — ასე შეაფასა მსახიობმა იდეა სოციალურ ქსელში.

გარდა ამისა, სოციალური ქსელების მომხმარებლებს ასევე აქვთ იდეა, ტრამპის ნაცვლად ფილმის ეპიზოდში ჯო ბაიდენი ან კიანუ რივზი ჩასვან.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0