ეს სრულებით შესაძლებელია. იმისათვის, რომ გაათავისუფლოთ ორგანიზმი შლაკებისგან, ტოქსინებისგან, მარტივი პროცედურების ჩატარებაა საჭირო. შემოგთავაზებთ რამდენიმე დეტოქს პროდუქტს, რომელის მიღების შემდეგაც ორგანიზმი გაიწმინდება და სიმსუბუქის შეგრძნება დაგიბრუნდებათ.
სტაფილო
სტაფილოში უამრავი ვიტამინი A და ბეტა-კაროტინია, რომელზეც დამოკიდებულია ორგანიზმის მეტაბოლიზმი. სტაფილოს სარგებელი ის არის, რომ ასტიმულირებს ნაღვლის გამოყოფას. კუჭის მომატებული მჟავიანობის დროს სტაფილოს წვენი არ იწვევს გულძმარვას. ის გამოდევნის თირკმლებიდან ტოქსინებს და აუმჯობესებს ნაწლავების მუშაობას. ასე რომ, სტაფილო ორგანიზმის გაწმენდის საქმეში მნიშვნელოვან როლს არ ასრულებს.
ჭარხალი
ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნაში დაგეხმარებათ ჭარხალი. ის გამოიყენება როგორც ორგანიზმის გამწმენდი და კუჭში გამხსნელი საშუალება. საკვები ბოჭკოები, რომლებსაც დიდი რაოდენობით შეიცავს როგორც უმი, ისე მოხარშული ჭარხალი, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და აძლიერებს ორგანიზმს.
ჭარხალი შეიცავს: ვიტამინებს - A, B1, B2, B5, B6, B9, C, PP. ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებებს - კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, თუთია, სპილენძი, მანგანუმი, რკინა, იოდი, ბორი, ვანადიუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, გოგირდი და სხვ.
ლიმონი
გამწმენდი თვისებებით უძველესი დროიდან ცნობილია ლიმონი, რომელიც გარდა С ვიტამინის შემცველობისა, შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ააქტიურებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას და ხელს უწყობენ ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას. ყველაზე მარტივი და უწყინარი მეთოდი უზმოზე ერთი ჭიქა წყლის ლიმონთან ერთად დალევაა, რაც საჭმლის მომნელებელი სისტემის და სისხლის მიმოქცევის სტიმულირებაში დაგეხმარებათ. ამასთან, აღნიშნული მეთოდი სურდოს და სხვა ვირუსული დაავადებებისის პროფილაქტიკის და მკურნალობისთვის უებარი საშუალებაა.
კოჭა - ჯანჯაფილი
უკვე დიდი ხანია ადამიანები კოჭის სასარგებლო თვისებებზე საუბრობენ. ბევრ სიკეთესთან ერთად მას დეტოქსის მიზნითაც იყენებენ. ჩაიში გახეხილი კოჭის დამატება ამ სასმელს იმუნური სისტემის მძლავრ მხარდამჭერად აქცევს. თუ წინა საღამოს წვეულება ძალიან დიდხანს გაგრძელდა და საკმარისზე მეტი საკვები მიიღეთ, დილით ჯანჯაფილიანი ჩაის მიღება თავიდან აგაცილებთ ცუდ შეგრძნებას. ანტიოქსიდანტები, რომლებითაც გაჯერებულია კოჭა, შეუცვლელია მოწამვლის თავიდან ასარიდებლად და ორგანიზმის დასაცავად.
ნიორი
ნიორი ორგანიზმს არასასურველი ზემოქმედებისგან იცავს. ის ანტიბაქტერიული საშუალებაა. ეს თვისება მასში შემავალი ნემფიტოციდების დამსახურებაა, რომლის წყალობით ნიორი ბაქტერიების გამრავლებას ეწინააღმდეგება. ამასთან ერთად, ნიორი იცავს ღვიძლს ცხიმიანი საკვების დატვირთვისგან.
გრეიპფრუტი
ალბათ არაერთხელ გსმენიათ გრეიპფრუტის სასარგებლო თვისებების შესახებ, რომელსაც დიეტების დრო წონის კორექციის გამო ხშირად იყენებენ. ეს არომატული და სასარგებლო ციტრუსი, ყველა სიკეთესთან ერთად, კანცეროგენებისა და წიდებისგან სისხლის გაწმენდის უნარის წყალობით დეტოქსის მიზნითაც გამოიყენება. გრეიპფრუტი ღვიძლში დეტოქსის პროცესებს ააქტიურებს, მისი წვენის რეგულარული მიღება კანის მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს, ასევე ამცირებს ქოლესტერინის და ინსულინის დონეს და ებრძვის ცელულიტს.
ნახშირი
თუ ტოქსინებმა შეგაწუხათ, კარგი იქნება ერთ ძველ, მაგრამ ნაცად და ეფექტურ ხერხს მიმართოთ. მიიღეთ აქტივირებული ნახშირი, რომელსაც არ აქვს არც გემო და არც სუნი, და თუ მას ლიმონიან ლიმონათში გაურევთ, შეგიძლიათ მეგობრები შავ სასმელზეც კი დაპატიჟოთ საღამოს.
ჯანმრთელობას გისურვებთ!