საქართველოსა და აშშ-ს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

© photo: Ministry of Economy and Sustainable Development / FBაშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მემორანდუმის თანახმად, მეხუთე თაობის უსადენო საკომუნიკაციო ქსელი შესაძლებლობას იძლება შეიქმნას სხვადასხვა სახის აპლიკაციები

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველოსა და აშშ-ს შორის მეხუთე თაობის უსადენო საკომუნიკაციო ქსელის (5G) უსაფრთხოების შესახებ ონლაინ–რეჟიმში მემორანდუმი გაფორმდა, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, მისი მოადგილეები, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ქით ქროქი, აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გიორგი ციკოლია და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

მემორანდუმზე ხელმოწერით, საქართველო მიუერთდა „Clean Network“ ინიციატივას, რაც სანდო მომწოდებლებისგან 5G ქსელის უსაფრთხოებისათვის საჭირო აპარატურისა და პროგრამული პროდუქტების გამოყენებას, ასევე მოქალაქეთა კონფიდენციალურობისა და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე არასანქცირებული წვდომისგან დაცვასა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას გულისხმობს.

მემორანდუმის თანახმად, 5G იძლევა შესაძლებლობას, შეიქმნას აპლიკაციების ფართო სპექტრი, რომლებიც გამოყენებული იქნება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მომსახურების მისაწოდებლად.

5G ტექნოლოგია ადამიანებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, გაიმარტივონ ცხოვრება და მიიღონ ისეთი მომსახურებები, რომლის რესურსი და შესაძლებლობაც აქამდე არ ჰქონდათ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც ახალი თაობის ინტერნეტი განავითარებს, ჯანდაცვას ეხება.

5G ინტერნეტის მიერ შექმნილი ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა, დაინერგოს ახალი ტიპის სამედიცინო პროცედურები. 5G მნიშვნელოვანია განათლების სისტემისთვის, რომელიც პანდემიის შედეგად დიდი გამოწვევის წინაშე დადგა. ინოვაციური ტექნოლოგია განათლების სისტემას აძლევს საშუალებას, უფრო ეფექტურად შეძლონ დისტანციური სწავლება როგორც მოსწავლეებისთვის, ისე სტუდენტებისთვის.

საქართველოსთვის. ეს არის ახალი თაობის ტექნოლოგია, რომელიც წარმოუდგენელი სიჩქარის კომუნიკაციას და კავშირს უზრუნველყოფს. 5G ტექნოლოგიის დანერგვა ასევე გარდაქმნის და სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს სექტორებს, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა და სხვ.

 

ყველა ახალი ამბავი
0