საღამოს რუსთაველის გამზირი მსოფლიოს ღირსშესანიშნაობების გამოფენას ჰგავს. ინსტალაციებს მსოფლიოს არქიტექტურული ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობების ფორმა აქვს. ეს ყველაფერი განსაკუთრებით შთამბეჭდავია ღამის საათებში, როდესაც განათება ჩართულია.

ეიფელის კოშკი თბილისის ცენტრში

ძველი წისქვილი ნიდერლანდებიდან

პიზის კოშკი იტალიიდან

ეს კი წმინდა პეტრეს ტაძარია რიგიდან

Manneken Pis ბრიუსელიდან

ამერიკული თავისუფლების ქანდაკება

ყოფილი წმინდა სოფიას ტაძარი, ახლა უკვე სტამბულის აია-სოფიას მეჩეთი თურქეთიდან

გამზირზე პრეისტორიულ ძეგლებსაც იხილავთ, მაგალითად - იონიური ორდერის კოლონას ძველი საბერძნეთიდან

ასევე რომის კოლოსეუმს

და ინკების პირამიდასაც

რუსთაველზე ასევე იხილავთ VI საუკუნის ბუდისტურ ტაძარს ნეპალიდან

აფრიკის ხალხების კულტურა კი ნიღბის სახითაა წარმოდგენილი

ოდნავ მოშორებით ძველი ტრამვაიც დადის

აქ კი, სავარაუდოდ, სან-ფრანცისკოს ცნობილი ხიდია