სინოპტიკოსები: საქართველოში ამინდი გაუარესდება

გამოწერა
საქართველოს მაღალმთიანეთში ძლიერი თოვა იქნება, ზოგიერთ რაიონში კი ნისლი და ქარიშხალია მოსალოდნელი.

თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდი გაუარესდება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ქვეყნის უმეტეს რეგიონებში 14–16 იანვარს მოსალოდნელია ტემპერატურის რამდენიმე გრადუსით კლება. ზოგან შესაძლებელია ნალექი წვიმისა და თოვლის სახით.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ძლიერი ნალექი მთიან ზონებში მეწყრულ პროცესებს გაააქტიურებს და ზვავსაშიშროებას შექმნის.

საქართველოს ცალკეულ მდინარეებზე წყლის დონემ შესაძლებელია საშიშ ნიშნულებს მიაღწიოს, აღნიშნავენ სააგენტოში, თუმცა უფრო ზუსტ მონაცემებს შესაძლო წყალდიდობის, მეწყრის ან სხვა მოვლენების შესახებ არ აქვეყნებენ.

ყველა ახალი ამბავი
0