თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. კვირის ბოლოსთვის იქნება დაზუსტებული მონაცემები, თუ რა გავლენა იქონია ახალი წლის პერიოდში შეზღუდვების შემსუბუქებამ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
იმნაძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი მონაცემებით კორონავირუსის ახალი შემთხვევების დრამატული მატება არ გვაქვს. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ მოსახლეობა ახალი წლის დღესასწაულს მაქსიმალურად თავშეკავებულად შეხვდა.
„ბოლო ერთი კვირის მონაცემებიც არ არის საგანგაშო, ამაზე დაზუსტებით კვირის ბოლოს შევძლებთ საუბარს. ძალიან მახარებს, რომ მოსახლეობა მაქსიმალურად თავშეკავებულად შეხვდა ახალი წლის ზეიმებს, რადგან არ ჩანს დრამატული მატება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.618-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 243.255-ს მიაღწია.
ვნახოთ როგორ მოულხინეს ადამიანებმა სუფრასთან – იმნაძე ვირუსის შემთხვევების შესაძლო ზრდაზე>>
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.