თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
მეწყერი საავტომობილო გზის 45-ე კილომეტრზეა. ფერდობიდან ჩამოწოლილი მიწის მასის გამო გზის სავალი ნაწილი გადაკეტილია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები.