თბილისის მერია სოციალურად დაუცველების საკვები პროდუქტებით დახმარებას განაგრძობს

© Sputnik / Shota Nozadzeკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის ფარგლებში საკვები პროდუქტები პანდემიის პირობებში გაჭირვებულ ოჯახებსა და ადამიანებს დაურიგდებათ. კალაძის თქმით, მსგავსი დახმარებები მომავალშიც გაიცემა.

თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. დედაქალაქის მერია მარტოხელა მოხუცებისა და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის ადამიანების დახმარებას აგრძელებს. ინფორმაციას ქალაქ თბილისის მერია ავრცელებს.

მარტოხელა მოხუცებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის პროდუქტების დარიგება დაიწყო>>

პანდემიის პირობებში სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების საკვებით მომარაგებისთვის თბილისის მერიამ 1,2 მილიონი ლარი გამოყო. აღნიშნული თანხის ფარგლებში 20 ათასზე მეტი პაკეტი გაიცემა. მერიის ცნობით, ამ ეტაპზე დროებით საწყობში 11 ათასი პაკეტი ინახება.

„ეს პროექტი პანდემიის პირველი ტალღის დროს დაიწყო და ახლაც ვაგრძელებთ. საკვები პროდუქტები ახალ წლამდეც დავარიგეთ და ახლაც იმავეს ვაკეთებთ. პროდუქტებს იმ ადამიანებსა და ოჯახებს ვურიგებთ, ვისაც პანდემიის პირობებში ყველაზე მეტად გაუჭირდა“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

კალაძემ პროექტში ჩართულ თითეულ პირს მადლობა გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა, ეს პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.

თბილისის მერიის შენობა - Sputnik საქართველო
COVID-19-თან ბრძოლა და მოსახლეობის დახმარება: რაზე დახარჯავს მერია თანხებს

„მადლობა მინდა გადავუხადო ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებსა და რიგით მოქალაქეებს, ასევე ჩვენი სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც დასვენების დღეების მიუხედავად დღე და ღამე მუშაობენ, პროდუქტს აფასოებენ და შემდეგ ის ოჯახებში რიგდება“, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერიის ცნობით, დაფასოებული ნობათი თბილისის ათივე რაიონში გადანაწილდება, რის შემდეგაც გამგეობის თანამშრომლებისა და მოხალისეთა მეშვეობით სოციალურად დაუცველ მოხუცებს დაურიგდება.

დახმარებისთვის განკუთვნილი კვების პროდუქტების დაფასოების პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე და მისი მოადგილე ილია ელოშვილი ესწრებოდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0