რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა

© Sputnik / STRINGERდიდთოვლობა გზებზე
დიდთოვლობა გზებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსალოდნელი ზვავსაშიშროების საფრთხის გამო გუშინ ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზეც.

თბილისი, 12 იანვარი - Sputnik. უამინდობის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დათოვლილი გზები მთებში - Sputnik საქართველო
გაფრთხილება ამინდის შესახებ: სინოპტიკოსები განცხადებას ავრცელებენ

უწყების ინფორმაციით, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 53-106 კმ (კორშა-შატილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დიდთოვლობის, დაბალი ტემპერატურისა და ზვავსაშიშროების გამო აკრძალულია.

აღნიშნული საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დეპარტამენტის ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა ხაიში-ლახამულას მონაკვეთზე.  

კერძოდ, ჩატარებული გზის გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 70-100 კმ (ხაიში-ლახამულა) მონაკვეთზე.

ხაიში-ლახამულას მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის მიზეზი გუშინ ქვის ცვენა და ზვავსაშიშროება გახდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა–გააქტიურება გამოიწვიოს.

ყველა ახალი ამბავი
0