2023 წლამდე კორონავირუსი არსად არ წავა – გაეროს გენმდივნის მრჩევლის პროგნოზი

© Sputnik / Alexander Imedashviliეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცხრა ვაქცინიდან, რომლებიც დღეს პერსპექტიულად ითვლება, ყველაზე მეტად სანდოდ ფხაკაძემ Pfizer–ი, AstraZeneca  და Moderna დაასახელა.

თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. კორონავირუსის პანდემია 2023 წლამდე არსად არ წავა, ასეთი არადამაიმედებელი პროგნოზი გააკეთა გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძემ Facebook–ჩართვისას.

აქედან გამომდინარე, ფხაკაძე საქართველოს მთავრობას რჩევას აძლევს შეიმუშაოს სამოქმედო გრძელვადიანი გეგმა და უზრუნველყოს მოქალაქეთა მხრიდან რეგულაციების დაცვა. 

თამარ გაბუნია - Sputnik საქართველო
გაბუნია: „ფაიზერის“ ვაქცინა შეიძლება გახდეს პირველი, რომელსაც საქართველო მიიღებს

 „ჩვენ სიმართლეს თვალებში უნდა ჩავხედოთ – კორონავირუსი 2023 წლამდე არსად წავა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ქვეყანა სხვა რელსებზე უნდა გადავიყვანოთ, ჩვენ გვჭირდება მოქმედების გრძელვადიანი გეგმა. მკაცრი რეგულაციები პირბადის ტარებასა და სოციალური დისტანციის დაცვაზე“, – განაცხადა ფხაკაძემ.

პროფესორის თქმით, ახლა „ხელების დაკაპიწების და შრომის დროა“.

1,5 საათიანი ჩართვის დროს ფხაკაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საკითხსაც შეეხო.

ცხრა ვაქცინიდან, რომლებიც დღეს პერსპექტიულად ითვლება, ყველაზე მეტად სანდოდ ფხაკაძემ Pfizer–ი, AstraZeneca  და Moderna დაასახელა. რაც შეეხება ჩინური წარმოების ვაქცინას, პროფესორის განცხადებით, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და უმჯობესია დაველოდოთ ჯანმოს მხრიდან ვაქცინის აღიარებას.

ამასთან გაეროს გენმდივნის მრჩეველი აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით ვაქცინა მხოლოდ „მდიდარი ქვეყნებისთვისაა ხელმისაწვდომი და თუ როდის მიაღწევს იგი ისეთ ქვეყნებამდე, როგირიც საქართველოა, უცნობია“.

ყველა ახალი ამბავი
0