Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩვენი მეგობრობის საწყის ეტაპზე“ – სოფო ნიჟარაძისა და ნოე სულაბერიძის ტრანსფორმაცია

© courtesy of Sofia Nizharadzeსოფო ნიჟარაძე
სოფო ნიჟარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფო ნიჟარაძე და ნოე სულაბერიძე წლების წინ და ახლა. როგორ გამოიყურებოდნენ ტელესახეები? სოფო ნიჟარაძე ამერიკიდან ძველ ფოტოს აქვეყნებს.

სოფო ნიჟარაძისა და პროდიუსერ ნოე სულაბერიძის მეგობრობის ისტორია 2013 წლიდან იწყება. ცნობილი გადაცემების თანაავტორმა ნოე სულაბერიძემ სოფო ნიჟარაძე „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მიიწვია. 8 წლის წინ დაწყებული ურთიერთობა დღემდე გრძელდება. სოფო ნიჟარაძემ ნოეს დაბადების დღე საჯაროდაც მიულოცა. მომღერალმა ძველი სურათის გამოქვეყნება გადაწყვიტა. თან წარწერა დაურთო - „ჩვენი მეგობრობის საწყის ეტაპზე, რა ახალგაზრდები ვიყავით“.

აღნიშნული კონკურსი სოფოსთვის დრამატული აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მან „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ რამდენიმე ტრავმა მიიღო, წინ მაინც მიიწევდა მაღალი ქულებით, რომ არა მისი პირადი ტრაგედია. სოფომ პროექტის მსვლელობისას მამა დაკარგა.

მომღერალის მამა კახა ნიჟარაძე მოულოდნელად გარდაიცვალა, სოფომ კი ყველაფერი შოუს დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეიტყო. მომღერალს მამასთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, მამა-შვილს ერთმანეთი განსაკუთრებულად უყვარდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე მომღერალი და მისი მამა დასასვენებლად ერთად იმყოფებოდნენ და შესანიშნავი დროც გაატარეს. სოფოს უკანასკნელი მოგზაურობის ამსახველი ფოტო, რომელზეც მამასთან ერთად არის აღბეჭდილი, დღემდე არ წაუშლია. მაშინ სოციალურ ქსელებში სოფო ნიჟარაძის პირადი გვერდები სამძიმრის წერილებით ივსებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0