მიმოხილვა: 2020 წელი - „იდეალური შტორმი“ გაზის მსოფლიო ბაზარზე

© photo: courtesy of Nord Stream 2 / ფოტობანკში გადასვლაჩრდილოეთის ნაკადი-2-ის მშენებლობა
ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის მშენებლობა - Sputnik საქართველო
2020 წელი გამოცდად იქცა კაცობრიობისთვის. კორომავირუსმა ნეგატიური გავლენა მოახდინა ცხოვრების ბევრ დარგსა და სფეროზე, მათ შორის ენერგეტიკაზეც.

იგორ იუშკოვი

თუმცა არა მარტო კორონავირუსმა, არამედ COVID-19-სგან გაძლიერებულმა სხვა ბევრმა მიზეზმაც მიგვიყვანა მასშტაბურ რყევებამდე მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებზე.

კოვიდი, ტრანზიტი და ფასები გაზსა და ნავთობზე

გაზის ევროპულ ბაზარზე თითქმის მთელი 2020 წლის განმავლობაშ ვითარება უკიდურესად მძიმე იყო. მყიდველებს გასული წელი კოვიდური პრობლემების კასრში ერთ კოვზ თაფლად დაამახსოვრებათ.

“ჩრდილოეთის ნაკადი-2“ - Sputnik საქართველო
მოსაზრება: ჩაანაცვლებს თუ არა ამერიკული გაზი რუსულს

საქმე ისაა, რომ გაზის ფასი ევროპულ სპოტურ ბაზარზე 2020 წელს ცალკეულ მომენტებში ათას კუბომეტრზე 40-50 დოლარამდე ეცემოდა. ამასთან კორონავირუსის ეპიდემია ფასების ვარდნის მთავარი მიზეზი არ ყოფილა. წინაპირობები ჯერ კიდევ 2019 წელს ჩამოყალიბდა, როდესაც ევროპული კომპანიები და რუსული „გაზპრომი“ დიდ მოცულობებს ქაჩავდნენ გაზის მიწისქვეშა საცავებში იმის მოლოდინში, რომ 2020 წლის 1 იანვრიდან გაზის ტრანზიტი უკტრაინის გავლით შეჩერდებოდა. კიევთან ახალი შეთანხმების გაფორმების იმედი ძალიან მცირე იყო. ხოლო „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მშენებლობის დასრულება, ისევე როგორც „თურქული ნაკადის“ ბალკანური გაგრძელებისა, 1 იანვრისთვის არ ესწრებოდა.

აშშ-ს სანქციებიც რომ არ დაეწესებინა, ეს გაზსადენები 2020 წლის ზამთარში მაინც ვერ გაეშვებოდა პროექტის შეთანხმების სტადიაზე დაბრკოლებების გამო. შედეგად მომხმარებლებიცა და „გაზპრომიც“ იმედოვნებდა, რომ სწორედ ევროპული გაზის მიწისქვეშა საცავები გახდებოდა უკრაინის გავლით ტრანზიტების ჩამნაცვლებელი.

თხევადი გაზის გადამზიდი ტანკერი - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: ევროპა და აზია ამერიკულ გაზზე უარს ამბობენ

ტრანზიტზე შეთანხმენას ხელი კი მოეწერა, მაგრამ ზამთარი თბილი გამოდგა, რის გამოც ევროპაში გაზის სადღეღამისო გამოყენება შეამცირა. საბოლოოდ ევროპელებმა ზამთარი ლამის სავსე საცავებით გალიეს. და მთელი 2020 წლის განმავლობაშიც ნაკლებ გაზს ყიდულობდნენ 2020-21 წლის ზამთრისთვის მოსამზადებლად.

მეორე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელმაც გაზის ფასებზე გავლენა მოახდინა, გათხევადებული ბუნებრივი გაზის ჭარბი რაოდენობა გახდა. 2019-მა წელმა რეკორდი დაამყარა მსოფლიოში ამუშავებული გაზის გამათხევადებელი ქარხნების მოცულობის მხრივ. ნორმალურ ვითარებაშიც კი გლობალურ ეკონომიკაში თხევადი გაზის ესოდენ არსებითი ნამატის გადამუშავებას მსოფლიო რამდენიმე წელი მოუნდებოდა, სანამ მომხარების ზრდა გაზის გათხევადების საწარმოო სიმძლავრეებს არ დაეწეოდა.

ევროპის ბაზარზე ვითარება აზიაში თბილმა ზამთარმაც დაამძიმა, რომლის გამოც რეგიონში გაზის ფასმა დაიკლო. თხევადი გაზის ბევრმა მიმწოდებელმა თავისი გაზმზიდები ევროპისკენ გადაამისამართა, რითაც კიდევ მეტად გაზარდა შეთავაზებების სიჭარბე.

ნავთობსაქაჩი OPEC-ის ლოგოტიპის ფონზე  - Sputnik საქართველო
მოსაზრება: არის თუ არა OPEC+-ის ახალი შეთანხმება ყველასთვის სარგებლიანი

დამაგვირგვინებელ წერტილად იქცა კორონავირუსი. თავდაპირველად ის უპირატესად ჩინეთში ვრცელდებოდა და ქვეყნის ხელისუფლებაც სტანდარტული ზომებით ებრძოდა მას: ადამიანებს გადაადგილებას უკრძალავდნენ, რათა დაავადების გავრცელება შეეჩერებინათ. სამრეწველო აქტივობის შემცირების გამო ენერომატარებლების მოხმარება, მათ შორის, გაზისა, შემცირდა, რამაც ფასები ჯერ აზიის ბაზრებზე, შემდეგ კი ევროპაშიც ჩამოშალა. თავად ევროპაში გაზის მოხმარება მხოლოდ მცირედით შეასუსტა საწარმოების გაჩერებამ, თუმცა ლოკდაუნმა მაინც შეიტანა ამაში თავისი წვლილი.

„გაზპრომი“ ევროპაში, თურქეთსა და ჩინეთში

„გაზპრომი“ მთელი 2020 წლის განმავლობაში იტანჯებოდა ორი პრობლემისგან: ექსპორტი მოცულობების შემცირებითა და გაყიდვების ფასებით. წლის დასაწყისიდან სექტემბრამდე კომპანიას გაზის გაყიდვები უჭირდა. წლის პირველ ნახევარში „გაზპრომმა“ გაზის ექსპორტი 18%-ით შეამცირა - 78,9 მლრდ კუბომეტრამდე. ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი 96.4 მლრდ იყო.

საფონდო ბირჟა  - Sputnik საქართველო
მოსაზრება: რატომ იაფდება ნავთობი, ბენზინი კი — არა?

ამასთან ევროპაში რუსეთიდან გაზის ექსპორტი იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე სხვა მიმწოდებელი ქვეყნებიდან. ეს „გაზპრომის“ გრძელვადიანი კონტრაქტების ფასწარმოქმნის თავისებურებებით აიხსნება. ბევრ შეთანხმებაში გაზის ფასი ნავთობის ფასზეა დამოკიდებული - როგორც წესი, ექვსთვიანი ჩამორჩენით. ანუ, იცი რა ნავთობის ფასი დღეს, შეიძლება განსაზღვრო, რამდენი ეღირება გაზი ნახევარი წლის შემდეგ ასეთი კონტრაქტით. შესაბამისად, 2020 წლის პირველ ნახევარში რუსული გაზის ფასი ნავთობზე მიბმული კონტრაქტების მიხედვით, 2019 წლის ბოლოს არსებული ფასებით განისაზღვრებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ ნავთობი მაშინ შედარებით ძვირი ღირდა - ბარელი 60-70 დოლარი, გაზიც იმაზე ძვირი იყო, ვიდრე სპოტურ ბაზარზე. შესაბამისად მომხმარებელი უფრო იაფი გაზის ყიდვას არჩევდა, რითაც „გაზპრომისგან“ შესყიდვებს ამცირებდა.

შემოდგომაზე ვითარება შეიცვალა: რუსულ გაზზე ფასებმა მკვეთრად იკლო, ვინაიდან მასზე 2020 წლის მარტ-აპრილში ნავთობზე ფასების დაწევამ მოახდინა გავლენა. და ევროპამ გაიაფებული რუსული გაზის შესყიდვა დაიწყო.

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა - Sputnik საქართველო
ექსპერტის მოსაზრება: როდის დაბრუნდება ძვირი ნავთობი

ცალკე უნდა ითქვას რუსული გაზის მიწოდებაზე თურქეთში. „გაზპრომის“ გაყიდვები იქ იმაზე მეტად ჩამოიშალა, ვიდრე სხვა ქვეყნებში: წლის პირველ ნახევარში მიწოდებები 1,7-ჯერ შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ხოლო ზაფხულში „გაზპრომმა“ თურქეთისთვის გაზის მიმწოდებელთა შორის პირველი ადგილი დაკარგა და აუტსაიდერებში აღმოჩნდა. ეს რამდენიმე მიზეზით მოხდა. პირველი, რომ თურქულ კომპანიებთან „გაზპრომს“ უპირატესად ზემოთ ნახსენები ტიპის კონტრაქტები ჰქონდა - ნათობთან ბმით. ამიტომაც რუსული გაზი თხევადი გაზის მიმწოდებლებთან ფასის მხრივ აგებდა.

მეორე: 2020 წელს ერთბაშდ რამდენიმე იმპორტიორს, მათ შორის სახელმწიფო კომპანია Botas-ს, „გაზპრომთან“ კონტრაქტი ამოეწურა. ამიტომ თურქი პარტნიორები ცდილობდნენ, ზეწოლა მოეხდინათ რუსულ კონცერნზე, ცდილობდნენ რა დაბალი ფასი გამოეძალათ მომავალი პერიოდისთვის. ისინი ყოველმხრივ წარმოაჩენდნენ, რომ რუსული გაზი აღარ სჭირდებოდათ, ამიტომ „გაზპრომს“ არსებითად უნდა დაეკლო ფასი იმისთვის, რომ ახალი კონტრაქტი გაფორმებულიყო.

გათხევადებული ბუნებრივი აირის ტანკერები - Sputnik საქართველო
მოსაზრება: გაზის მსოფლიო ფასებს ქარიშხალი და ბანდები ადგენენ

მესამე: 2019 წელს თურქეთმა აზერბაიჯანული გაზის იმპორტირება დაიწყო TANAP-ის ახალი გაზსადენით, რამაც კონკურენცია გააძლიერა. და საბოლოო ჯამში თურქეთის პოლიტიკური ხელისუფლება ახალისებს სწორედ რუსულ გაზზე უარის თქმას, ვინაიდან ეს ორი ქვეყანა სხვადასხვაგვარად უყურებს სირიის, ლიბიისა და მთაინი ყარაბაღის პრობლემებს.

არასტაბილური ვითარება იყო რუსული გაზის ჩინეთში გაზსადენ „ციმბირის ძალის“ მიწოდების კუთხითაც. წლის დასაწყისშ ზოგი მედიასაშუალება ავრცელებდა ინფორმაციას, რომ „გაზპრომს“ პრობლემები ჰქონდა ჩაიანდინისა და კოვიკტინის საბადოებზე, რომლებიც არის კიდევ სარესურსო ბაზა „ციმბირის ძალისთვის“. კონტრაქტის თანახმად, „გაზპრომს“ 2020 წელს ჩინეთისთვის 5 მლრდ კუბომეტრი უნდა მიეწოდებინა, საიდანაც 4,25 მლრდ კუბომეტრზე ვრცელდებოდა პირობა „აიღე ან გადაიხადე“. მაგრამ წლის პირველ ნახევარში კონცერნმა ჩინეთს მხოლოდ 1,57 მლრდ კუბომეტრი მიჰყიდა. მაგრამ ჩამორჩენა გაზის მოპოვებაში პრობლემებით კი არ აიხსნებოდა, არამედ მყიდველის საქციელით. „გაზპრომსა“ და CNPC-ს შორის მანამდე გაფორმებულ კონტრაქტს ნავთობზე ჰქონდა ბმა. ამიტომ ჩინური კომპანია წლის უმეტეს დროს უფრო იაფ, გათხევადებულ გაზს ყიდულობდა, ვიდრე რუსული იყო.

2021 წელის ასევე რთული წელი იქნება გაზის მწარმოებლებისთვის. გაზის ბაზრებზე შეთავაზებების სიჭარბე და სასტიკი კონკურენცია ნარჩუნდება. თუმცა შემთხვევათა ისეთი ერთობლიობა, როგორც 2020 წელს იყო, უკვე აღარ მოხდება.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური