მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დონალდ ტრამპის წინააღმდეგ შესაძლოა კონსტიტუციის 25-ე შესწორება გამოიყენონ

© AP Photo / Jacquelyn Martinდონალდ ტრამპი მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას
დონალდ ტრამპი მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას - Sputnik საქართველო
გამოწერა
შესწორება, რომლის გამოყენებასაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი არ გამორიცხავს, ჯონ კენედის მკვლელობის შემდეგ შევიდა კონსტიტუციაში

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტი მაიკ პენსი არ გამორიცხავს, გამოიყენოს კონსტიტუციის 25–ე შესწორება, რომელიც მასა და კაბინეტის უმრავლესობას პრეზიდენტის ხელისუფლებისგან ჩამოშორების უფლებას ანიჭებს, იუწყება ტელეარხი CNN–ი წყაროზე დაყრდნობით.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
დონალდ ტრამპი ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება

წყაროს ინფორმაციით, პენსმა ეს ვარიანტი იმ შემთხვევისთვის შემოინახა, თუ ამერიკის ლიდერი დონალდ ტრამპი „უფრო არასტაბილური“ გახდებოდა. მიმდინარე კვირაში კი, მას შემდეგ, რაც მოქმედი პრეზიდენტი თავისი მხარდაჭერების წინაშე სიტყვით გამოვიდა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო აღჩევნები გაყალბდა, რასაც ვაშინგტონში არეულობა და კაპიტოლიუმში დემონსტრანტების შეჭრა მოჰყვა,  ნათელი გახდა, რომ ეს ვარიანტი დასაშვებია.

აღნიშნული შესწორება აშშ–ის კონსტიტუციაში პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობის შემდეგ მიიღეს. ის ითვალისწინებს სახელმწიფოს მეთაურის საქმეებიდან ჩამოშორებას მისი უუნარობის შემთხვევაში და ასევე საშუალებას იძლევა, გადაიჭრას სიტუაცია, როდესაც ლიდერის ავადმყოფობისა თუ გარდაცვალების შემთხვევაში მას აღარ შეუძლია არც მოვალეობების შესრულება და არც გადადგომა. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე კი სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობებს ვიცე–პრეზიდენტი შეასრულებს.

ყველა ახალი ამბავი
0