ამინდის ზუსტი პროგნოზი: 12 იანვარი, სამშაბათი

© Sputnik / Alexander Imedashviliმოღრუბლული ამინდი თბილისში
მოღრუბლული ამინდი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ სამშაბათს გარეთ გასვლას დააპირებთ, აუცილებლად იქონიეთ ქოლგა - სინოპტიკოსები დღის განმავლობაში წვიმას პროგნოზირებენ

თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. თბილისში სამშაბათს, 12 იანვარს, წვიმა და მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი.

მზე დედაქალაქში 08:26 საათზე ამოვა.

დღისით ჰაერი მაქსიმუმ +9 გრადუსამდე გათბება. ღამით კი, სინოპტიკოსების თქმით, პლუს 3–4 გრადუსამდე დაიწევს.

დღის განმავლობაში პერიოდულად იწვიმებს და დაუბერავს სუსტი ქარი.

მზე თბილისში 17:52 საათზე ჩავა.

ყველა ახალი ამბავი
0