აქცია ფოთში აქტივისტების დაკავებით დასრულდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალაქში თევზის სუნის გავრცელების პრობლემა უკვე მრავალი წელია, მწვავედ დგას. ეს თემა განსაკუთრებით აქტუალურია ევროპული ანჩოუსის ჭერის პერიოდში

თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. აქტივისტების ყოველწლიური აქცია თევზის სუნის წინააღმდეგ ფოთში სამი ადამიანის დაკავებით დასრულდა, იუწყება პირველი არხი.

თბილისი პიკის საათის დროს - Sputnik საქართველო
სუფთა ჰაერი რომ ვისუნთქოთ: საქართველოში ჰაერის კონტროლის კიდევ ერთი პროექტი განხორციელდა

ტელეარხის ინფორმაციით, აქტივისტები ჯერ ქალაქის მერიის შენობასთან მივიდნენ და მერთან შეხვედრა მოითხოვეს. მერს ამაზე რეაგირება არ ჰქონია.

საღამოს აქტივისტებმა უკვე მერის სახლთან გადაინაცვლეს, სადაც მათსა და ქალაქის თავის მეზობლებს შორის შეხლა–შემოხლა გაიმართა. საქმეში პოლიცია ჩაერთო და წვრილმანი ხულიგნობისთვის სამი აქტივისტი დააკავა.

აქციის მონაწილეები განაგრძობენ პროტესტს და ამტკიცებენ, რომ ქალაქში თევზის ქარხნების გამო სუფთა ჰაერი არ არის.

ფოთში სულ თევზის გადამამუშავებელი ოთხი ქარხანა ფუნქციონირებს. მათ თევზჭერის ლიცენზია 2026 წლამდე აქვთ. ქარხნების მფლობელები აცხადებენ, რომ ყველა ქარხანა ფილტრებითაა აღჭურვილი.

თევზის სუნის გავრცელების პრობლემა ქალაქში უკვე პირველი წელი არ არის, რაც დგას. ეს თემა განსაკუთრებით აქტუალურია ევროპული ანჩოუსის (ქაფშია, ხამსა) ჭერის პერიოდში.

ყველა ახალი ამბავი
0