თბილისში გიორგი რურუასა და კარტოგრაფების მხარდამჭერი აქცია გაიმართა

გამოწერა
აქციის მონაწილეების განცხადებით, დაკავებულებს დანაშაული არ ჩაუდენიათ და ისინი პოლიტპატიმრები არიან.

თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. თბილისში ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამფლობელის გიორგი რურუასა და კარტოგრაფების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია–პერფორმანსი გაიმართა. 

ციხის კარი - Sputnik საქართველო
გიორგი რურუას ცემის ფაქტზე გლდანის ციხის ორ თანამშრომელს ბრალი წარუდგინეს

აქცია გიორგი რურუას სახლთან გაიმართა. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონი შეეხოს გიორგი რურუასაც, რომელიც გლდანის მერვე საპატიმროში იხდის სასჯელს იარაღის უკანონო შენახვა-შეძენისა და ტარებისთვის, და ასევე კარტოგრაფებს – ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას, რომლებიც აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის შესაძლო უკანონო გადაცემის საქმეზე დააკავეს. მათ, ბრალდების ვერსიით, დამალეს 1937–1938 წლების რუკის არსებობა, რის გამოც საქართველომ კინაღამ დაკარგა თავისი ტერიტორიის 3,5 ათასი ჰექტარი, მათ შორის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი.

„ჩვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოვითხოვთ. მადლობელი ვარ ადამიანების, რომლებიც დღეს აქ შეიკრიბნენ და არ ივიწყებენ იმ პრობლემას, რომელიც საქართველოში არსებობს“, – განაცხადა რურუას მეუღლემ სოფო სიხარულიძემ.

აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა დაკავებულთა გათავისუფლებაა, რამდენადაც აქციის მონაწილეები დარწმუნებული არიან, რომ ისინი პოლიტიკური მოტივებით დააკავეს.

საქართველოს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი მეორე მოსმენით სამშაბათს დაამტკიცა. კანონპროექტის თანახმად, ამნისტია შეეხება პირებს, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს.

სავარაუდოდ, კანონი ძალაში გაზაფხულამდე შევა.

 

ყველა ახალი ამბავი
0