Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ლიზა ყენია და ეკა კახიანი წლების წინ – უსაყვარლესი ფოტო

© photo: Eka Kakhiani / FBეკა კახიანი
ეკა კახიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თანამედროვე და ხშირად გამომწვევი შემსრულებელი მოდური ჩაცმულობითა და იმიჯით გამოირჩევა. თანატოლებში ლიზა ყენია დიდი პოპულარობით სარგებლობს.

მომღერალმა ეკა კახიანმა ლიზა ყენიას დაბადების დღე უსაყვარლესი ფოტოთი მიულოცა. ფოტოზე ლიზა რამდენიმე თვისაა, ეკა კი ძალიან ახალგაზრდა. ცნობილია, რომ ეკა კახიანს და ლიზას დედას მაია ჯაბუას დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ.

მეგობრები არიან ეკას და მაიას შვილებიც. ნინი ბადურაშვილი ლიზას ნათლიაცაა. ქეთო თოფურიძე, ნინი ბადურაშვილი და ლიზა ყენია თითქმის ერთად გაიზარდნენ და ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ.

ლიზა ყენიას მთელი საქართველო იცნობს. სიმღერა ბავშვობიდან დაიწყო. მონაწილეობდა „რუსთავი 2“-ის პროექტ „ანაბანაში“, რამდენიმე წლის შემდეგ საბავშვო ევროვიზის შიდა შესარჩევ ტურში გაიმარჯვა და საქართველო კონკურსზე წარადგინა (ლიზა ჯგუფ „პრინცესების“ შემადგენლობაში იყო, როდესაც საბავშვო ევროვიზიაზე საქართველო წარადგინა.)

View this post on Instagram

A post shared by Keto Topuridze (@ketevanne)

ახალგაზრდა მომღერალი ტელეკომპანია „იმედის“ პროექტ „ნუცას სკოლის“ ფინალისტიც იყო, შემდეგ კი „ახალ საბავშვო ხმაშიც“ მიიღო მონაწილეობა. ის ეკა კახიანის გუნდის წევრი იყო. ლიზას არა მარტო სასიმღერო მონაცემებით, გარეგნობითაც შეუძლია დაიკვეხნოს, ის ძალიან ლამაზი და მომხიბვლელი გოგონაა.

ყველა ახალი ამბავი
0