ცნობილი ტელესახე საშობაო არდადეგებზე ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ გაეშურა. მანამდე მან ოჯახის წევრების გაოცება გადაწყვიტა. ეშხიანმა ტელეწამყვანმა თმის შეჭრა გადაწყვიტა, რაც მისგან საკმაოდ მოულოდნელი ნაბიჯია. გვანცა დარასელია საკუთარი იმიჯით იქცევს ყურადღებას, ახლა კი ბევრად ეფექტურად გამოიყურება. მან გრძელი თმა მოკლეზე გაცვალა. „აქ ვინმემ ძველ წელს რამე ხომ არ გაატანა?“ – წერს ტელეწამყვანი.
პოპულარული ტელესახე სულ უფრო და უფრო ცნობილი ხდება. „რუსთავი 2“-ზე „სხვა შუადღის“ წამყვანი ტელეეკრანზე შეუდარებლად გამოიყურება და მაყურებლებს საინტერესო ინფორმაციებს უზიარებს. ახლა კი ახალ სეზონზე ტელეეკრანებს შეცვლილი ვარცხნილობით დაუბრუნდება.
View this post on Instagram
ყოფილი მოდელი ორი შვილის – ლილესა და ერეკლეს დედაა. გვანცას მეუღლე ვახო მჭედლიძე ყოფილი მორაგბე, ამჟამად კი ბიზნესმენია. წყვილი თითქმის 10 წელია დაქორწინებულია. გვანცა დარასელიას სიყვარულის ისტორია 2011 წლიდან იწყება. ცნობილ ტელეწამყვანს სიყვარულის დამალვა დიდხანს არ გამოუვიდა, მალე გაირკვა, რომ მისი რჩეული ყოფილი მორაგბე ვახო მჭედლიძე იყო.
უმშვენიერეს ოჯახს მეგობრული ურთიერთობა აქვს და პატარა და-ძმას მშობლები სწორედ ამას ასწავლიან. გვანცას მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებზე კარგად ჩანს, რომ ერეკლე და ლილე ისე მეგობრობენ, როგორც გვანცა და მისი ძმა. პატარა ლილეს მოდური ჩაცმულობაც ძალიან უყვარს.