თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. 15 ქართველი ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას დოჰაში (კატარი) „მასტერსის“ სერიის ტურნირზე, რომელიც სტარტს 11 იანვარს აიღებს.
ტურნირის რეგლამენტის თანახმად, თითოეულ წონით კატეგორიაში მონაწილეობის მიღება შეუძლია IJF-ის (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია) რეიტინგის 36 საუკეთესო ძიუდოისტს.
„მასტერსზე“ საქართველოს ნაკრები შემადგენლობა:
მამაკაცები:
· (-60 კგ) – ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე
· (-66 კგ) – ბაგრატ ნინიაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი
· (-73 კგ) – ლაშა შავდათუაშვილი
· (-81 კგ) – ლუკა მაისურაძე, ტატო გრიგალაშვილი
· (-90 კგ) – ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი
· (-100 კგ) – ვარლამ ლიპარტელიანი
· (+100 კგ) – გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი, ლევან მათიაშვილი.
ქალები:
· (-52 კგ) – ტატიანა ლევიცკა–შუკვანი
· (-57 კგ) – ეთერ ლიპარტელიანი.
მთლიანობაში ტურნირში მსოფლიოს 70 ქვეყნიდან 400 ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას. თითოეულ წონით კატეგორიაში გამარჯვებული პრიზის სახით მიიღებს 6 ათას ევროს, ვიცე-ჩემპიონი – 4 ათასს, მესამე ადგილზე გასული კი 2 ათას ევროს.
2020 წელს დოჰაში დაგეგმილი „მასტერსი“ კორონავირუსის პანდემიის გამო არ შედგა.