სოსო პავლიაშვილმა და მოცეკვავე ირინა პატლახმა ჯვარი თანაცხოვრებიდან 20 წლის შემდეგ დაიწერეს. ცერემონია რამდენიმე თვის წინ გაიმართა, თუმცა ამის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ვიდეოში ჩანს, რომ პავლიაშვილმა ჯვრისწერის დროს ცრემლები ვერ შეიკავა.
View this post on Instagram
„სიმღერა „შენთან ყოფნა” სიყვარულის ჰიმნია და ჩემს მეუღლეს, ირინას მივუძღვენი. აუცილებლად უნდა დავაფასოთ, გვიყვარდეს, პატივს ვცემდეთ და ხელის გულზე ვატარებდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი მთავარი მუზა და ცხოვრების თანამგზავრები არიან“, – წერს სოციალურ ქსელში სოსო პავლიაშვილი.
View this post on Instagram
როგორც გაირკვა, ჯვრისწერის კადრები სოსო პავლიაშვილის ცოლისძმამ დაამონტაჟა კლიპის სახით და შემდეგ სიძეს აჩუქა. სოსო პავლიაშვილი უკვე 20 წელია ირინა პატლახთან ერთად ცხოვრობს, რომელმაც მომღერალს ორი ქალიშვილი გაუჩინა.
View this post on Instagram
სოსო პავლიაშვილის და ირინა პატლახის წყვილი რუსეთში დიდი პოპულარობითს სარგებლობს. ვარსკვლავური წყვილის ურთიერთობა თავდაპირველად მეგობრობით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით ოჯახი შექმნეს და უკვე 20-წლიანი ჰარმონიული თანაცხოვრება აკავშირებთ.
View this post on Instagram
ირინას მშობლები წინააღმდეგი იყვნენ, რადგან პავლიაშვილს მექალთანის რეპუტაცია ჰქონდა. თუმცა მან მოახერხა ირინას მშობლების დარწმუნება. ახლა მათი უფროსი ქალიშვილი ელისაბედი 16 წლისაა, ხოლო სანდრა – 12-ის. ცერემონიას ესწრებოდნენ წყვილის ქალიშვილები და სოსო პავლიაშვილის უფროსი ვაჟი პირველი ქორწინებიდან - ლევანი.