თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. საქართველოში მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრიც დაბა გულრიფშთან ახლოს მდებარეობდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისძვრა, რომელიც 19:01 საათზე მოხდა, 3,4 მაგნიტუდის სიძლიერის იყო. მისი კერა 30 კმ სიღრმეზე მდებარეობდა.
ნგრევისა და სხვა დაზიანებების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.