მზადება ალილოსთვის – რესპუბლიკის მოედანზე გაშლილ კარავში შესაწირი გროვდება

© Sputnik / STRINGER საშობაო წირვა
საშობაო წირვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზეიმო ალილო ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით სახეცვლილად, დაწესებული რეგულაციების დაცვით ტარდება.

თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. თბილისში ალილოსთვის მზადება იწყება. რესპუბლიკის მოედანზე კარავი გაიშალა, სადაც შემოწირულობა შეგროვდება. იუწყება „პირველი არხი“.

სასულიერო პირები და მახარობლები შეგროვებულ შემოწირულობას ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დაარიგებენ.

საზეიმო მსვლელობა ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე განსხვავებულად, დაწესებული რეგულაციების დაცვით ტარდება. ტრადიციული საშობაო ალილო არ გაიმართება, თუმცა სასულიერო პირები თბილისს ავტოკოლონით შემოუვლიან და მოსახლეობას დღესასწაულს მიულოცავენ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
„ჩვენთან არს ღმერთი!“ – ილია მეორემ საქართველოს შობის დღესასწაული მიულოცა

ალილო განსხვავებულად ტარდება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაშიც, სადაც სასულიერო პირები, სტიქაროსნებისა და მგალობლების 10-კაციანი ჯგუფებით, მრევლის გარეშე აწყობენ მსვლელობას. ეპარქიის გადაწყვეტილებით, ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად მახარობლები მოსახლეობას არ შეხვდებიან და შესაწირს არ მიიღებენ.

„რა თქმა უნდა, განწყობა ისევ ამაღლებულია. მრევლს მივულოცავთ ქრისტეშობას. ისინი არ მონაწილეობენ ალილოს მსვლელობაში, მაგრამ ამ დიდ დღესასწაულში, რა თქმა უნდა, ჩართული იქნებიან”, – განაცხადა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.

საქართველოს მართლმადიდებელი მოსახლეობა 7 იანვარს ზეიმობს ქრისტეშობას – ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს. 

7 იანვრის ღამეს ღვთისმსახურება ყველა მართლმადიდებელ ტაძარში ჩატარდა. მთავარი წირვა სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა.

„ალილოს“ ისტორია 15 საუკუნეს ითვლის. მისი მთავარი მიზანი ქველმოქმედებაა – თბილისელები მსვლელობის მონაწილეებს გადასცემენ საჩუქრებსა და შემოწირულობებს, რომლებიც შემდგომ დღეებში შეჭირვებულ ოჯახებზე, ობოლ ბავშვებსა და ხანდაზმულთა პანსიონატების ბენეფიციარებს შორის ნაწილდება.

ყველა ახალი ამბავი
0