თბილისი, 7 იანვარი - Sputnik. აშშ–ის კონგრესში სენატის დარბაზი გაწმენდილია დონალდ ტრამპის მხარდამჭერებისგან, დემონსტრანტები კაპიტოლიუმიდან გაჰყავთ, წერს „ტვიტერზე“ გამოცემა Politico–ს კორესპონდენტი კაპიტოლიუმის პოლიციაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.
„კაპიტოლიუმის პოლიციის ოფიცრების თქმით, სენატის დარბაზი უკვე გაწმენდილია ტრამპის მხარდამჭერებისგან, რომლებმაც კაპიტოლიუმს შეუტიეს“, — წერს ჰიუგო ლოუელი.
მისი ინფორმაციით, რომელსაც ტელეარხი Fox–ის ადასტურებს, დემონსტრანტები კაპიტოლიუმის დასავლეთ და აღმოსავლეთ შესასვლელებიდან გამოჰყავთ.
Smoke appears to rise from the steps of the Capitol building as pro-Trump supporters and protesters stormed Capitol Hill amid a joint session of Congress to certify the Electoral College in Pres.-elect Joe Biden's favor. https://t.co/0Xj6xmLO58 pic.twitter.com/u7PWK9oJ8N
— ABC News (@ABC) January 6, 2021
ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკელი სენატორები აპირებენ, ბოლომდე მიიყვანონ ამომრჩეველთა კოლეგიის კენჭისყრის შედეგების დამტკიცების პროცედურა უსაფრთხო ადგილზე, სადაც ისინი ამ დროისათვის იმყოფებიან.
აშშ–ის კონსტიტუციის შესაბამისად, კონგრესს 6 იანვარს ამომრჩეველთა კოლეგიის კენჭისყრის შედეგები უნდა დაემტკიცებინა, რომელთა თანახმადაც საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. კონგრესის ორივე პალატის ერთობლივი სხდომის დაწყებიდან მოკლე ხანში დემონსტრანტები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. კონგრესმა მუშაობა შეწყვიტა, კანონმდებლები შენობიდან გაიყვანეს, ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა, პრეზიდენტმა ტრამპმა კი ქვეყნის დედაქალაქში ეროვნული გვარდიის შეყვანის ბრძანება გასცა.