მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ტრამპის მხარდამჭერები კონგრესში შეიჭრნენ - ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობაა

© AP Photo / Andrew Harnikკაპიტოლიუმის შტურმი
კაპიტოლიუმის შტურმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკის დედაქალაქში ამჟამად კომენდანტის საათია გამოცხადებული, კონგრესის მუშაობა შეწყვეტილია განსაკუთრებულ განკარგულებამდე, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის შეყვანის ბრძანება გასცა

თბილისი, 7 იანვარი - Sputnik. ვაშინგტონში ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. კონგრესის მუშაობა შეწყდა, ხოლო კონგრესმენები სასწრაფოდ გაიყვანეს შენობიდან.

​მანამდე კაპიტოლიუმის შენობის წინ აშშ–ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის შეტაკებები  მოხდა. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და შუქბგერითი ყუმბარები გამოიყენეს დემონსტრანტების დასაშლელად.

მედიის ინფორმაციით, ამერიკის ლიდერის მხარდამჭერებმა ალყა შემოარტყეს კაპიტოლიუმს, ხალხი კედლებზე ძვრებოდა და შენობის აივნებზე აღწევდა, საიდანაც შესასვლელისკენ გადიოდნენ. პოლიცია საქმეში არ ერეოდა.

პროტესტის გამო სენატისა და წარმომადგენელთა პალატის მუშაობა შეწყდა. კონგრესის შენობის ოფისებიდან ხალხის ევ აკუაცია მოხდა. როგორც ტელეარხ NBC News–ს აცნობა სენატის ერთ–ერთმა წევრმა, ვიცე–პრეზიდენტი მაიკ პენსი კაპიტოლიუმიდან უსაფრთხო ადგილზე გაიყვანეს.

​ვაშინგტონის მერმა მურიელ ბაუზერმა ქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადა.

თავის მხრივ დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდა, შემდეგ კი ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის შეყვანის ბრძანება გასცა. ამის შესახებ მისმა პრეს–მდივანმა კეილი მაკინანიმ დაწერა Twitter–ზე.

​CNN–ის ინფორმაციით, შეტაკებებში დაშავდა რამდენიმე პოლიციელი, ერთ–ერთი მათგანი ჰოსპიტალიზებულია. მედიის ინფორმაციით, კონგრესის შენობაში დაიჭრა ერთ–ერთი დემონსტრანტიც, რომელსაც ტყვია მკერდში მოხვდა.

ყველა ახალი ამბავი
0