თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. კორონავირუსის „ბრიტანული“ შტამი მსოფლიოს 41 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გამოვლენილი, იუწყება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.
როგორც ჯანმოში აღნიშნავენ, 5 იანვრის მონაცემებით, საუბარია „შემთხვევათა მცირე რაოდენობაზე“.
Media briefing on #COVID19 with @DrTedros https://t.co/V5P0EfuMOJ
— World Health Organization (WHO) (@WHO) January 5, 2021
ამასთან, ორგანიზაცია განმარტავს, რომ ექვს ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის ის მუტაცია, რომელიც თავდაპირველად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აღმოაჩინეს.
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსი SARS-CoV-2-ის ახალი მუტაციის გამოვლენის შესახებ დეკემბრის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი. იმავდროულად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრომ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ გენეტიკოსებმა ქვეყანაში კორონავირუსის ახალი მუტაცია — 501.V2 დააფიქსირეს.