ეროვნული ბანკის 2021 წლის პირველი სავალუტო ინტერვენცია: გაყიდულია 40 მლნ აშშ დოლარი

© photo: Sputnik / Stringerას დოლარიანები და ას ლარიანები
ას დოლარიანები და ას ლარიანები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სავალუტო ბაზრის დასტაბილურების მიზნით გასულ წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 26 აუქციონი გამართა

თბილისი,  6 იანვარი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) 2021 წლის პირველი სავალუტო აუქციონი ჩაატარა, რომელზეც 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2998 შეადგინა, იუწყება სებ–ი.

სავალუტო ბაზრის დასტაბილურების მიზნით, გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა 26 აუქციონი გამართა, რომლებზეც 873,2 მლნ დოლარი გაყიდა. ლარის გაცვლითი კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფისირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.

კორონავირუსის ეპიდემია ქალაქში - Sputnik საქართველო
საქართველოს მოსახლეობა კრედიტით ცხოვრების მიხედვით რეკორდებს ხსნის

ეროვნულმა ბანკმა 7 იანვრისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 3,3001 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

მანამდე სებ–მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად — მათ შორის, სავალუტო ინტერვენციებსა და პროცენტულ განაკვეთებს.

სავალუტო აუქციონების გარდა, საქართველოს ეროვნული ბანკი, ჭარბი რყევების შესამცირებლად, ყოველდღიურად იყენებს ინტერვენციებს. კერძოდ, როდესაც გაცვლითი კურსის რყევა დღის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ნიშნულს ცდება, სებ–ი უცხოური ვალუტის ვაჭრობაში იღებს მონაწილეობას გარკველი ოდენობის თანხით.

გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ბანკი წელს ინტერვენციებისთვის ასევე გამოიყენებს ვალუტას რომელიც ქვეყანამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან მიიღო კრედიტებისა თუ გრანტების სახით კორონავირუსის შედეგების დასაძლევად.

 

ყველა ახალი ამბავი
0