ბერა ივანიშვილი საკუთარ ვიდეოებზე რეიტინგის აწევას საკმაოდ საშიში მეთოდით ცდილობს. ახალგაზრდა შემსრულებელმა უზარმაზარი ყვითელი გველი შეიძინა და ეგზოტიკური ფოტოსესია მოაწყო. მან ამის ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა.
View this post on Instagram
ვიდეოებში მისი ვაჟი ბერუკაც ხშირად მონაწილეობს, რომელიც ცნობილ წყვილს 2019 წლის ნოემბერში შეეძინა და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს სოცქსელებში. ისინი ორი წლის წინ დაქორწინდნენ და ერთ-ერთ პოპულარულ წყვილად ითვლებიან საქართველოში. ცოტა ხნის წინ ბერამ ახალი ოჯახური ფოტოებიც გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, ოჯახი გადაღებებს დიდ დროს უთმობს.
View this post on Instagram
კომპოზიტორი და შემსრულებელი ბერა ივანიშვილი ცნობილი ოჯახის შვილია. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკისგან შორს არის, კარიერის დასაწყისში მამის პარტიას სიმღერებს უძღვნიდა, ახლა კი მისი კომპოზიციები მეუღლეს ნანუკა გუდავაძეს ეძღვნება. საზოგადოებისთვის უცნობია, თუ სად გაიცნეს ერთმანეთი ბერამ და ნანუკამ.
View this post on Instagram
TikTok-ის მოყვარული ცოლ-ქმარი „ფოლოვერების“ გახალისებას ყოველდღიურად ცდილობს. ისინი კითხვა-პასუხის რეჟიმს თავს არ არიდებენ და თაყვანისმცემლების გულწრფელ კომენტარებს თბილი სიტყვებითაც პასუხობენ. სოციალური პლატფორმა განსაკუთრებით აქტუალური კორონავირუსის პანდემიისას გახდა. მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემაც გადაწყვიტეს არ ჩამორჩნენ ტენდენციას და სახალისო ვიდეოებით გაანებივრონ მაყურებელი. წყვილი „ფეისბუქის“ მხოლოდ მნიშვნელოვანი განცხადებების გასაკეთებლად გამოყენებას გეგმავს, ხოლო „ინსტაგრამის“ სივრცე მათთვის გასართობ საშუალებად იქცა.