თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. საქართველოში კოვიდ-ინფიცირებულების ზრდა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მოილხინეს მოქალაქეებმა ახალ წელს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ.
საქართველოში სამშაბათს კორონავირუსის 2 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – უფრო მეტი, ვიდრე წინა დღეებში. თუმცა ეს, იმნაძის თქმით, მოსალოდნელი იყო, რადგან ახალი წლის პირველ დღეებში ტესტირებაზე ცოტა ხალხი მივიდა. ამიტომ უახლოეს დღეებში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უფრო რეალისტურად გამოჩნდება.
„ზრდის მაჩვენებელი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოულხინეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა საახალწლო სუფრებთან. თუ ყველა თავის ოჯახთან იყო მხოლოდ და ვიწრო წრეში აღნიშნავდა, გასაგებია, და თუ ფართო წრეები იყო, ეს, რა თქმა უნდა, შემთხვევების მატებას გამოიწვევს 10-14 რიცხვისათვის“, – განაცხადა საკოორდინციო საბჭოს შემდეგ ბრიფინგზე იმნაძემ.
საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსის 2 316 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 18 ადამიანი.